ავტორი:

"ერთი ოჯახიდან დაკრძალული მიცვალებულის ნივთები წაიღეს... ბირთვისის აგარაკებზე უკვე რამდენიმე სახლი გაიძარცვა" - რას წერს ზაზა ფირალიშვილი?

"ერთი ოჯახიდან დაკრძალული მიცვალებულის ნივთები წაიღეს... ბირთვისის აგარაკებზე უკვე რამდენიმე სახლი გაიძარცვა" - რას წერს ზაზა ფირალიშვილი?

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო პერიოდში ბირთვისის აგარაკებზე რამდენიმე სახლი გაქურდეს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ორი დღის წინ ქურდებმა მიცვალებულის ნივთები წაიღეს.

"საჯაროდ უნდა განვაცხადო: ბირთვისის აგარაკებზე უკვე რამდენიმე სახლი გაიძარცვა და თანაც ზაფხულში. ერთი ოჯახიდან ამ ორიოდე დღის წინ დაკრძალული მიცვალებულის ნივთები წაიღეს.

ქურდები ზაფხულში მაინც ერიდებოდნენ აქაურობას. ეგებ, ამ საჯარო განაცხადმა მაინც გამოაფხიზლოს ისინი, ვისაც ქურდებისაგან მოსახლეობის დაცვა ევალება" - წერს ფირალიშვილი.