ავტორი:

"დიდი მადლობა, რომ ასე გიყვართ ლელა" - რას წერს "მამულიჩა" მეუღლეზე, რომელიც კორონავირუსს კლინიკაში მკურნალობს

"დიდი მადლობა, რომ ასე გიყვართ ლელა" - რას წერს "მამულიჩა" მეუღლეზე, რომელიც კორონავირუსს კლინიკაში მკურნალობს

ლელა წურწუმია მესამე დღეა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობს. მომღერლის ჰოსპიტალიზაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ყელის ძლიერი ტკივილი და შესიება დაეწყო. გუშინ მომღერალმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მადლობა გადაუხადა ექიმთა გუნდს და გულშემატკივრებს. როგორც ლელა წურწუმია ამბობს, ორჯერადი აცრა აღმოჩნდა იმის გარანტია, რომ მისი მდგომარეობა მკურნალობას ადვილად დაექვემდებარა.

მომღერლის მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში ლელა წურწუმიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

კახა მამულაშვილი:

"მეგობრებო, დიდი მადლობა, რომ ასე გიყვართ ლელა… დილის 10 საათიდან, მეორე დილის 5 საათამდე, შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი თქვენ მესიჯებს ყველა ქსელში. ამაზე დიდი სიამოვნება არ ყოფილა არაფერი. ვცდილობ არ დავტოვო თქვენი არც ერთი კომენტარი როგორც ჩემ გვერდზე ისე ლელას ოფიციალურ ფეიჯზე.

ახლა გავაგრძელებ, რადგან თქვენი ამ დადებითი ენერგეტიკას გრძნობს ლელა და უკეთ არის ბევრად.

1. სწრაფ ტესტს არ ენდოთ არასდროს, მხოლოდ პისიარი

2. მიწისძვრა ნამდვილად იყო, ყველას ჯამრთელობას გისურვებთ...

მხოლოდ ერთმანეთის სიყვარულით და პატივისცემით დავამარცხებთ ყველა პრობლემას ჩვენ ქვეყანაში...“ - წერს კახა მამულაშვილი.