ავტორი:

მას ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ გადაუღეს ფოტო - 12 და 30 წლის ასაკში... - მსოფლიოში ყველაზე ცნობილი "ავღანელი გოგონას" ტრაგიკული ისტორია

მას ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ გადაუღეს ფოტო - 12 და 30 წლის ასაკში... - მსოფლიოში ყველაზე ცნობილი "ავღანელი გოგონას" ტრაგიკული ისტორია

უმრავლესობამ მისი სახელი არ იცის, მაგრამ მას იცნობენ როგორც "ავღანელ გოგონას" კაშკაშა მწვანე თვალებით და წითელი თავსაბურავით 1985 წლის National Geographic-ის ჟურნალის ყდიდან. ეს გოგონა შარბათ გულაა, რომელიც ახლა უკვე ქალია...

ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი და ჟურნალისტი სტივ მაქქარი ავღანეთსა და პასკისტანში 1984 წელს იმყოფებოდა. პაკისტანში, ავღანეთის საბჭოთა ოკუპაციას გამოქცეულ ლტოლვილთა ბანაკში ფოტოჟურნალისტის ობიექტივში მწვანეთვალება, ომში დაობლებული და შეშინებული გოგონაც აღმოჩნდა.

გულა მაშინ 12 წლის იყო. ფოტო გავლენიანი ჟურნალის National Geographic-ის გარეკანზე 1985 წელს დაიბეჭდა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს, დასავლეთისთვის გოგონას სახე ავღანეთის სახედ იქცა. ფოტომ მაქქარის და გამოცემას უამრავი ჯილდო მოუტანა.

სტივ მაქქარი იხსენებს, რომ თავდაპირველად ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ფოტოსურათი ასეთ მნიშვნელობას შეიძენდა. სტივი ფიქრობდა, რომ გოგონას ფოტო ბანაკში გადაღებული სხვა ბავშვების ფოტოებისგან არაფრით განირჩეოდა. ფოტორეპორტიორი 90-იან წლებში უშედეგოდ ცდილობდა შემთხვევით გადაღებული გოგონას პოვნას, თუმცა ეს ვერ შეძლო...წაიკითხეთ სრულად