ავტორი:

91 წლის სქემმონაზონი ელენე Pfizer-ით აიცრა - "დიდება უფალს და მადლობა მედიკოსებს ყველაფრისთვის!"

91 წლის სქემმონაზონი ელენე Pfizer-ით აიცრა - "დიდება უფალს და მადლობა მედიკოსებს ყველაფრისთვის!"

91 წლის სქემმონაზონი ელენე (გოგიტიძე) Pfizer-ის პირველი დოზით აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე ავრცელებს.

როგორც სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს, დედა ელენე ვაქცინაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.

„დღეს, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის (Pfizer) პირველი დოზით აიცრა ჩემი ხორციელი ბებია, 91 წლის სქემმონაზონი ელენე (გოგიტიძე).

დედა ელენე გახლავთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის წევრი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი დიდ სქემოსანი მონაზონი.

დედა ელენეს რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე და თავს შესანიშნავად გრძნობს!

დიდება უფალს და მადლობა მედიკოსებს ყველაფრისთვის!“, - წერს სასულიერო პირი.