ავტორი:

"არცერთ ჩვენს მეგობარს, რომელთან ერთადაც გავატარეთ მთელი დღე, კოვიდი არ გადაედო... ორივე აცრილები ვართ!" - რას წერს სალომე ღვინიაშვილი?

"არცერთ ჩვენს მეგობარს, რომელთან ერთადაც გავატარეთ მთელი დღე, კოვიდი არ გადაედო... ორივე აცრილები ვართ!" - რას წერს სალომე ღვინიაშვილი?

მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი კორონავირუსით არის ინფიცირებული. როგორც ის "ფეისბუქზე" წერს, ვირუსი მარტივად გადააქვს.

სალომე ამბობს, რომ ინფიცირებულია მისი მეუღლეც, ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილიც.

"დღეს კოვიდის დადასტურებიდან მე-10 დღეა!გავდივართ ბოლოში ვირუსი მარტივად და გართულებების გარეშე მიმდინარეობს. რაც მთავარია, რაზეც ძალიან ვღელავდით მეც და ზურაც, არცერთ ჩვენს მეგობარს, რომელთან ერთადაც გავატარეთ კოვიდამდე მთელი დღე, არავის გადაედო.

ორივე აცრილები ვართ! ვფიქრობ ამან განაპირობა, რომ ეს გზა მარტივად გავიარეთ და სხვა არ დავაინფიცირეთ! ქვეყანაში ძალიან რთული ვითარებაა, ადამიანები სიკვდილს ებრძვიან. ყოველ დღე უამრავი ადამიანის გარდაცვალებას ვიგებთ მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, აიცერით თქვენი და თქვენი გარშემო მყოფების გადასარჩენად! ეს არის ერთადერთი გამოსავალი რომ გადავრჩეთ!" - წერს ღვინიაშვილი.