ავტორი:

"როცა ექიმებში არსებობს ორაზროვანი განწყობები, მხოლოდ ეკლესიაზე არ იქნება სწორი ჯოხის გადატეხვა" - მეუფე გრიგოლი ვაქცინაციაზე

"როცა ექიმებში არსებობს ორაზროვანი განწყობები, მხოლოდ ეკლესიაზე არ იქნება სწორი ჯოხის გადატეხვა" - მეუფე გრიგოლი ვაქცინაციაზე

როცა ექიმებში არსებობს დაბნეულობა და ორაზროვანი განწყობები, გამორიცხული არ არის, არსებობდეს სასულიერო პირებს შორისაც, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში, უპირველესი მქადაგებლები მედიცინის მუშაკები არიან.

,,იმ წესრიგს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან ამ მძიმე დროში, ეპიდემიის გართულებულ ვითარებაში, რაც შემიძლია ამასთან დაკავშირებით შევნიშნო, მრევლის მხრიდან შეგნებული დამოკიდებულებაა. ყველა ცდილობს, პირბადეში იყოს და დისტანცია დაიცვას - ხალხი ხედავს ნამდვილად საფრთხეს.

რაც შეეხება კამპანიას აცრებთან დაკავშირებით, ვხედავთ, რომ ძალიან მძაფრი აზრთა სხვაობა არსებობს, ახლა მთელი აქცენტები მოდის ეკლესიის მისამართით. მე ასე ვიტყოდი, რომ შეიძლება მთლად უსაფუძვლო არ იყოს ეს, მაგრამ თავი და თავი ამ აზრთა სხვაობის არის ის, რომ როგორც ჩვენ მქადაგებლები ვართ ქრისტეს სახარებისა, ასევე უპირველესი მქადაგებლები და მომწოდებლები ჯანდაცვის სისტემის მუშაკები არიან. თვით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში არის აზრთა სხვაობა და ეს ძალიან დიდ დაბნეულობას იწვევს. ისეთ დაბნეულობას იწვევს, რომ სივრცეებს აჩენს სხვადასხვა სპეკულაციისთვის და ვინც ცდილობს, რომ რომე საერთოდ რელიგიურ ჭრილში განიხილოს ეს ამბავი, მე ამას სერიოზულად არ შევხედავდი, მაგრამ გასაგებია. ისინი ვინც ეწინააღმდეგებიან და პირიქით ემხრობიან ამ პროცესს, მოდით ერთი ვთქვათ, რომ ყველას უნდა სიცოცხლე, უბრალოდ ერთნი ხედავენ სიცოცხლის გადარჩენას აცრაში, მეორენი კი აუცრელობაში“, - აღნისნა მეუფე გრიგოლმა.

ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველის თქმით, მაშინ როცა ვაქცინაციასთან დაკავშირებით ექიმებში არსებობს დაბნეულობა, რიგითი ადამინისგან გასაკვირი არაფერია.

მისივე შეფასებით, „მხოლოდ ეკლესიაზე არ იქნება სწორი ჯოხის გადატეხვა“.

,,ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ვითარება შეიქმნა და ეს ართულებს თვითონ მთლიანობაში ამ პანდემიასთან ბრძოლას, სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ჯერ კიდევ მაშინ, როცა საუბარი არ იყო ვაქცინაზე , მაშინ საუბარი იყო ტაძარში წასვლა - არწასვლაზე , დისტანციაზე , მაშინაც კი გაიყო აზრები. ეპიდემიოლოგი , რომელიც ამ საკითხზე პროფესიონალურ აზრს აწვდიდეს , ამბობდა რომ მე მოძღვარი როგორც მეტყვის ისე მოვიქცევიო. .რიგითი ადამიანი , რომელიც მედიცინაში საერთოდ არ არის გარკვეული, რა ქნას და რა თქვას. ასე, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და მხოლოდ ეკლესიაზე არ იქნება სწორი ჯოხის გადატეხვა. სამართლიანები უნდა ვიყოთ ყველა შემთვევაში და თავისთავად ცხადია, როცა ექიმებში არსებობს დაბნეულობა, და ორაზროვანი განწყობები და გამორიცხული არ არის არსებობდეს იგივე სასულიერო პირებს შორისაც.

პირადად მე დღემდე იმდენი ვაქცინა მაქვს გაკეთებული და ამის წყალობით გადავურჩი ალბათ ბევრ ისეთ დაავადებას, რომელსაც შეიძლება წაეღო ჩემი სიცოცხლე და გამონაკლისი არც დღევანდელობა არის ამ თვალსაზრისით, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი განმარტება, მეტი არგუმენტები, მეტი დამაჯერებლობა, თორემ არაპროფესიონალურად მოწოდება, რომ აიცერით, ხან ისეთი არგუმენტი ითქმება, რომ უმეცარ კაცსაც შეიძლება გაეღიმოს. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას რომ გაძლიერდეს და შეძლოს მართოს ვითარება ისე, რომ უყურადღებოდ არ დარჩეს არცერთი დაავადებული საერთოდ თავიდან ავირიდოთ ისეთი ტიპის გართულებები, რომელსაც მიაქვს ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ დასაკარგი ადამიანები არ გვყავს.მიუხედავად იმისია ერთი აზრისანი ვართ თუ არა.სხვადასხვა აზრი არსებობს მოქალაქეებს შორისაც, სასულიერო პირებს შორისაც და ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, მთვარია ფუნდამენტურ ღირებულებებს შორის ვიყოთ ერთნი ჩვენ და ამას მივაღწიოთ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.