ავტორი:

როგორ გააციფრულა Area.ge-მ უძრავი ქონების ძიების სრული ციკლი

როგორ გააციფრულა Area.ge-მ უძრავი ქონების ძიების სრული ციკლი

სივრცე სადაც, თავმოყრილია ყველა ინსტრუმენტი და სერვისი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგების წარმატებით დასრულებისთვის - უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge-ა.

უკვე 3 წელია არეამ ციფრულ სივრცეში გადაიტანა ყველა ის პროცესი, რაც უძრავი ქონების ყიდვა - გაყიდვას ეხება. განცხადებები, საქართველოს მასშტაბით არსებული, გასაყიდი თუ გასაქირავებელი ქონების შესახებ არეაზეა თავმოყრილი. თითოეული მათგანი რეალისტურად აღწერს ქონებას და გამოირჩევა მაღალი ხარისხის ფოტომასალით, რაც უადვილებს მაძიებელს არჩევანის გაკეთებას. ამასთან, არეა საქართველოში არსებული დეველოპერული კომპანიების უდიდესი ნაწილის პარტნიორია, რაც ნიშნავს იმას, რომ არეაზე შესაძლებელია, დეტალურად დაათვალიეროთ დეველოპერების შეთავაზებები, პროექტები გეგმარებით, ინფრასტრუქტურით და ნებისმიერი თქვენთვის მნიშვნელოვანი დეტალით.

პლატფორმაზე არსებული დახვეწილი ძებნის ფუნქციონალით, მომხმარებელს შეუძლია სასურველი ქონების ტიპი თავისი მოთხოვნების შესაბამისად გაფილტროს, ხოლო რუკის მეშვეობით მარტივად მოძებნოს უძრავი ქონება კონკრეტულ ლოკაციაზე.

უძრავი ქონების შეფასება მარტივად

უძრავი ქონების სამყაროში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქონების რეალური საბაზრო ღირებულება. პროფესიონალური შეფასება ქონების მფლობელსა და მაძიებელს შორის სამართლიანი გარიგების მთავარი წინაპირობაა.

არ იცით, როგორია თქვენი ქონების საბაზრო ღირებულება? არეას პრემიუმ სერვისი „შეფასება“ გთავაზობთ უძრავი ქონების შეფასებას სამი სხვადასხვა მეთოდით:

საორიენტაციო შეფასება, რაც გულისხმობს მიახლოებითი ღირებულების გაგებას, პლატფორმაზე განთავსებული მსგავსი განცხადებების მიხედვით;

სარეკომენდაციო შეფასება - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დასკვნა სპეციალისტების ჩართულობით;

პროფესიონალური შეფასება - ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ქონების ანალიზზე დაყრდნობით შედგენილი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტით.

იპოთეკური სესხის მოთხოვნა ონლაინ

მას შემდეგ, რაც იპოვით თქვენს სურვილებზე მორგებულ საცხოვრებელ „არეას“ და დღის წესრიგში იპოთეკური სესხის აღება დადგება, ბანკში მისვლის გარეშე, პირდაპირ Area.ge-დან შეძლებთ განაცხადის შევსებას. პლატფორმაზე წარმოდგენილ თითოეულ განცხადებას თან ახლავს იპოთეკური სესხის მოთხოვნის ფუნქცია, სადაც მოცემულია ყველა ის ინფორმაცია, რითაც სესხის აღებამდე შეიძლება დაინტერესდეს მომხმარებელი. ხოლო პირადი მონაცემების შევსების საფუძველზე შესაძლებელია დისტანციურად გააგზავნოთ იპოთეკური სესხის მოთხოვნა. დაახლოებით სამ სამუშაო დღეში ბანკის წარმომადგენელი დაგირეკავთ, გამოგკითხავთ დეტალებს და გააგრძელებს პროცედურას სასურველი შედეგის მიღებამდე.

გააკეთე ინვესტიცია

საკურორტო ზონებში ბინის შეძენა საინვესტიციო მიზნებით ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. დეველოპერული სექტორი ტურისტულად აქტიურ ზონებში ახალ - ახალ ცათამბჯენებს აშენებს. ტურისტულ სეზონზე ასეთ საცხოვრებელ კორპუსებში ეკონომ ან მედიუმ ტიპის ბინებზე მოთხოვნა იზრდება. ამ ტიპის საცხოვრებლის ქირაობა მოგზაურებისთვის ხელსაყრელი, ხოლო ქონების მესაკუთრისთვის დამატებითი შემოსავლის საუკეთესო წყაროა.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, უძრავი ქონების ციფრული პლატფორმა Area.ge ბინების ყიდვა - გაყიდვის სრულ ციკლში უწევს მეგზურობას მაძიებელს, რეალისტურად წარმოჩენილი განცხადებებით ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, აძლევს საშუალებას გააგზავნოს იპოთეკური სესხის მოთხოვნა ონლაინ და წარმატებით დაასრულოს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის გარიგება.

სწორედ ამიტომ უძრავი ქონების ბაზარზე, არეა საუკეთესო გამოცდილებას გპირდებათ.

(R)