ავტორი:

ხანადზმულთა გარდაცვალების მიზეზი, აღიარებული შეცდომები და მოსახლეობის 52%-ზე მეტი ორჯერადი აცრით -  შვედეთი, ქვეყანა, სადაც მკაცრი შეზღუდვების გარეშე გაუმკლავდნენ პანდემიას

ხანადზმულთა გარდაცვალების მიზეზი, აღიარებული შეცდომები და მოსახლეობის 52%-ზე მეტი ორჯერადი აცრით -  შვედეთი, ქვეყანა, სადაც მკაცრი შეზღუდვების გარეშე გაუმკლავდნენ პანდემიას

შვედეთში მცხოვრები ქართველი ზაალ კოკაია "ფეისბუქის" პირად გვერდზე შვედეთში კორონავირუსული პანდემიის მიმდინარეობის თაობაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:

  • კოვიდპანდემია: შვედეთი

"ქართულ ინტერნეტსივრცეში რამდენჯერმე შემხვდა არასწორი ინფორმაცია შვედეთში კოვიდპანდემიის პირველი ტალღის შესახებ.

მე უკვე 30 წელია შვედეთში ვცხოვრობ და ჩემი პროფესიის გამო მჭიდრო კავშირი მაქვს შვედეთის სამედიცინო და სამეცნიერო სისტემასთან. ამიტომ მინდა მოგიყვეთ, როგორი იყო რეალური სურათი. ფბ-ზე არაეთხელ გავრცელებელი ინფორმაციის თანახმად, შვედეთში კოვიდის პირველი ტალღის დროს სიმპტომების მქონე 65 წელზე ხანდაზმული პაციენტები სასწრაფო დახმარებას არ გადაჰყავდა კლინიკებში, ადგილების უკმარისობის გამო. მსუბუქად რომ ვთქვათ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მით უმეტეს, ამის თქმა საქართველოში არსებული კლინიკური მენეჯმენტის გამართულად მართვის საილუსტრაციოდ, არ მიმაჩნია მისაღებად. სინამდვილეში, თუ არ ჩავთვლით ერთეულ შემთხვევებს, შვედეთში მსგავსი არაფერი ხდებოდა.

სტოკჰოლმის რეგიონში, სადაც პანდემიის პირველი ტალღის დროს ყველაზე მეტი პაციენტი იყო, სრულად აღჭურვილი საველე ჰოსპიტალი ისე დახურეს, რომ არცერთი პაციენტი არ მიუღიათ. ამის მიზეზი ის იყო, რომ სტაციონარულ კლინიკების ინტენსიური განყოფილების ადგილები 4-ჯერ გაზარდეს და ეს საკმარისი აღმოჩნდა კოვიდ პაციენტების მომსახურებისათვის (წყარო).

რაც შეეხება შვედეთში ხანდაზმულ პაციენტებში ძალიან მაღალ სიკვდილობას, აქ სულ სხვა ტიპის პრობლემა იყო და ეს არ იყო გამოწვეული ჰოსპიტალებში ადგილების უკმარისობით. შევედეთში კარგადაა განვივითარებული ხანდაზმულთა სახლების ქსელი. სწორედ ამ სახლებს შეექმნათ პრობლემა პანდემიის პირველი ტალღის დროს - ადმინისტრაციამ და ზოგადად სისტემამ ვერ მოახერხა ამ სახლების ხანდაზმულ და ხშირად ქრონიკული დაავადებების მქონე ბინადართა გარე სამყაროსგან სრული იზოლაცია. კოვიდინფექციამ, უმეტესწილად მომვლელების გზით, შეაღწია, პრაქტიკულად, ხანდაზმულთა ყველა სახლში. ზოგიერთ სახლში ბინადართა 80-90% დაინფიცირდა და გარდაიცვალა. სწორედ ამ სახლებში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ადგილობრივმა ექთნებმა გადაწყვიტეს, რომ მძიმე კოვიდპაციენტები, თანმხლები ქრონიკული სიმპტომებით, არ გადაეყნათ ჰოსპიტალში და მიემართათ პალიატიური ღონისძიებებისთვის. ასევე იყო ერთეული შემთხვევები, როცა სასწრაფო დახმერების ექიმებმა უიმედოდ შეაფასეს პაციენტის მდგომარეობა და აღარ გადაიყვენეს ჰოსპტალში. თუმცა ეს მიდგომა არასდროს ყოფილა არც რეგიონალური, არც ცენტრალური ჯანდაცვის სიტემის ოფიციალური პოლიტიკა.

შვედეთში ხანდაზმულთა სახლის მაღალი დაინფიცირების და სიკვდილობის საკითხი გახდა საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი და მთვარობამ აღიარა არსებული ნაკლოვანებები და პრობლემები. პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ მთავრობამ ვერ შესძლო ყველაზე უფრო მოწყვლადი მოსახლეობის, ხანდაზმულთა დაცვა. 2020 წლის მაისისთვის, კოვიდით გარდაცვლილთა ნახევარზე მეტი 70 წელს იყო გადაცილებული და ამის ნახევარი კი ხანდაზმულთა სახლის მაცხოვრებელი. ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად შვედეთის მთავრობამ სასწრაფოდ გამოყო 180 მლნ. ევრო, რაც მოხმარდა ხანდაზმულთა სახლების პერსონალის რაოდენობის და მათი სამედიცინო კვალიფიკაციის და უნარების გაზრდას.

შვედეთში ყველა აღიარებს, რომ პირველ ეტაპზე მიღებული საზოგადოებრივი იმუნიტეტის შექმნის სტრატეგია არ იყო გამართლებული და შესაძლოა, უფრო მკაცრ შეზღუდვებს მეტი სიცოცხლე დაეცვა კოვიდისგან.

მნიშვნელოვანი ისაა, თუ რა დასკვნები გამოიტანა შვედეთმა (მოსახლეობა საქართველოზე 2.75-ჯერ მეტი, 10.23 მილიონი) კოვიდ პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ და რა ვითარებაა დღეს:

1. მოსახლეობის 66.5 % აცრილია ერთხელ და 52.1 % სრულად, ანუ 2-ჯერ.

2. აცრა შეუძლია შვედეთში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს ასტრაზენეკას, ფაიზერის ან მოდერნის ვაქცინით. ვაქცინის ტიპს თავად ვერ ირჩევ. ასტრა-ზენეკათი ცრიან მხოლოდ 65 წლის ასაკის ზემოთ.

3. პისიარ ტესტირება უფასოდ შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, განუსაზღვრელი რაოდენობით, თუკი ამას თავად ჩათვლის საჭიროდ სიმპტომებისა ან დაინფიცირებულებთან კონტაქტების საფუძველზე.

4. სახლში დარჩენა იზოლაციის მიზნით ან კოვიდ სიმპტომების გამო 3 კვირამდე ნებისმიერ მოქლაქეს საკუთარი გადაწყვეტილებით, შეუძლია, ექიმის ჩარევის გარეშე და მას სრულად უნარჩუნდება ამ პერიოდის ხელფასი.

დელტა შტამმა, რა თქმა უნდა, შვედეთშიც გაზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, თუმცა განვლილი 7 დღის განმავლობაში საშუალო დღიური მაჩვენებელი იყო:

1. ახალადინფიცირებული - 909.2. რეანიმაციაში გადაიყვანილი - 3.3. კოვიდით გარდაცვლილი - 1. წყარო

დღევანდელი მონაცემებით შვედეთში ფიქსირდება 23 324 ინფიცირებული პაციენტი და მათგან მხოლოდ 37 (0.2%) არის მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაში. წყარო

ესაა რაც მინდოდა მეთქვა, დასკვნები და შედარებები თქვენთვის მომინდვია..."

#აცრილებიარკვდებიან