ავტორი:

"ელიავას ბაზრობაზე არსებული მდგომარეობა არავის მოსწონს და ამ ტერიტორიის ასე დატოვება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“ - რა განაცხადა კალაძემ?

"ელიავას ბაზრობაზე არსებული მდგომარეობა არავის მოსწონს და ამ ტერიტორიის ასე დატოვება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“ - რა განაცხადა კალაძემ?

ჩვენი მთავარი მიზანი იყო ელიავას ბაზრობის პროექტის განვითარება და ეს მასშტაბური პროექტი მერიისა და კერძო სექტორის სექტორის ერთობლივი მონაწილეობით განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ელიავას ბაზრობა არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური სივრცე, სადაც მრავალი მეწარმე ეკონომიკური საქმიანობით არის დაკავებული, თუმცა მისი მდგომარეობა, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოების მდგომარეობა დღევანდელ თბილისს მნიშვნელოვნად ჩამორჩება და როგორც იქ მომუშავე პირთათვის, ასევე ზოგადად ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

"ელიავას ბაზრობაზე არსებული მდგომარეობა არავის მოსწონს და ამ ტერიტორიის ასე დატოვება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად, მუნიციპალიტეტსა და ტერიტორიის ყველა მესაკუთრეს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ელიავას ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი შემუშავდა.

"ეს იქნება დიდი პროექტი, რომელსაც მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი გეგმარების საფუძველზე კერძო სექტორი, ტერიტორიის მესაკუთრეები თავად განახორციელებენ. მთავარია, რომ შეთანხმება მიღწეულია თუ როგორ მოხდება ამ ტერიტორიის განვითარება და მესაკუთრეები ამ პროექტს განახორციელებენ. ძირითადი კონცეფცია სწორედ მათთან შეთანხმებით შევადგინეთ.

ტენდერი გამოცხადდა, გამარჯვებულთან დავდეთ გეგმარების თაობაზე ხელშეკრულება და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. საბოლოო პროექტი როგორც ქალაქის, ასევე მესაკუთრეთა და იქ მომუშავე ადამიანთა ინტერესებს გაითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკური მანიპულაციები არ დაიწყოს, როგორც ხშირად ხდება, განსაკუთრებით - ოპიზიციის მხრიდან. შესაბამისად, იქ მომუშავე ადამიანების ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.