ავტორი:

"სრულიად ჯანმრთელი იყო, მგონი ქორწილში იყვნენ, ქორწილის "კლასტერით" დაავადდა" - რას ყვება საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი ქალის ახლობელი

"სრულიად ჯანმრთელი იყო, მგონი ქორწილში იყვნენ, ქორწილის "კლასტერით" დაავადდა" - რას ყვება საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი ქალის ახლობელი

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 26 წლის გოგონას ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებამდე რამდენიმე დღით ადრე გოგონა ქორწილში იმყოფებოდა.

„სრულიად ჯანმრთელი იყო, მგონი ქორწილში იყვნენ, ქორწილის “კლასტერით” დაავადდა და როდესაც სიტუაცია დამძიმდა, ბავშვი საკეისრო კვეთით ამოიყვანეს. არავითარი თანმხლები დაავადებები არ ჰქონია“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოჯახის ახლობელმა.

ცნობისთვის, ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 26 წლის ქალი გარდაიცვალა. გადაუდებელი მდგომარეობის გამო 36 კვირის ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციაში მოათავსეს. პაციენტი ოთხ დღეში გარდაიცვალა.

კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას ფილტვების 70 პროცენტი ჰქონდა დაზიანებული. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდა გაკეთებული, რაც შეეხება ახალშობილს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.