ავტორი:

"საოცრება მოხდა... 2 წლის წინ, ამ დროს დაიწყო ეს ჯოჯოხეთი და დღეს სრულიად ჯანმრთელია - ასე უთხრეს ექიმებმა" - ხათუნა ჟორდანიას ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა

"საოცრება მოხდა... 2 წლის წინ, ამ დროს დაიწყო ეს ჯოჯოხეთი და დღეს სრულიად ჯანმრთელია - ასე უთხრეს ექიმებმა" - ხათუნა ჟორდანიას ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა

სამწლიანი ბრძოლის შემდეგ ხათუნა ჟორდანიას აჩიბადენის კლინიკაში, ანალიზების ჩაბარების შემდეგ უთხრეს, რომ სრულიად ჯანმრთელია.

ის მეუღლესთან, ზურა ხაჩიძესთან ერთად სტამბოლში გეგმიურ კვლევებზე ორი დღის წინ გაემგზავრა. მანამდე იყო ყველაზე რთული სამი წელი.

"ჩემი პირადი მზე, მე შენ დაგპირდი და ახლაც გიმეორებ, არსაც გაგიშვებ კიდევ 100 წელი. ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა, ღმერთმა შენი სიცოცხლე მაჩუქა. მიყვარხარ.

სამი წელი ამ დღეს ველოდებოდი, მხოლოდ ამ დღით ვცხოვრობდი და მადლობა ღმერთს რომ ეს დღეც მოვიდა. ჩვენი სიყვარული ყველაფერს მოერევა და მთებს გადადგამს...." - წერს ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში.

"მადლობა უფალს ყველაფრისთვის! მადლობა ყველას ვინც ხათუნაზე ლოცულობდით და გულშემატკივრობდით! ყველაფერი კარგად აქვს ხათუნას და უფლის წყალობით გამოვძვერით!... “ - ამ სიტყვების ავტორი ზურა ხაჩიძეა. მეუღლის გამოჯანმრთელების შესახებ მომღერალმა და სახელმწიფო მოხელემ სოციალურ ქსელში მეგობრებისთვის სტატუსი დაწერა.

გამარჯვებას, რომელსაც ხათუნა ჟორდანია წლები ელოდ,ა მეგობრები "ფეისბუქის" გვერდზე ულოცავენ.

"საოცრება მოხდა... 2 წლის წინ, ზუსტად ამ დროს, დაიწყო ეს ჯოჯოხეთი და დღეს, სრულიად ჯანმრთელი ხარ - ასე უთხრეს ექიმებმა" - წერს ხათუნას მეგობარი ქეთი ქურდოვანიძე.

ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე 2019 წელს დაუდასტურდა. ქალი თვეების მანძილზე ქიმიოთერაპიის კურსს ისრაელში იტარებდა. გაზაფხულზე საზოგადოებას გაუმხილა, რომ მისი ანალიზების პასუხები კარგია და მეტასტაზები აღარ ვრცელდებოდა.

“თურქეთში ვიწყებ მკურნალობის მეორე ეტაპს. ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემზე დარდობს, ვინც მკითხულობს, მინდა ვუთხრა, რომ მაქვს არაჩვეულებრივი ანალიზები, კარგად მაქვს ყველაფერი, მთავარი რაც არის - მეტასტაზები არ არის არსად წასული და ახლა იწყება მეორე ეტაპი ჩემი მკურნალობის.“ - ამბობდა ხათუნა.

როგორც ოჯახის ახლობელი გვიყვება, ხათუნამ თურქეთში სხივური თერაპიის კურსი ჩაიტარა და მკურნალობა წარმატებული აღმოჩნდა.