ავტორი:

"მსოფლიოს საუკეთესო ექიმები, კვლევითი ცენტრები, ლაბორატორიები გაიძახიან, - აიცერითო და მაინცდამაინც 8 კრეტინის ნათქვამს უნდა გაეკიდოთ?" - ბაკურ ბაკურაძე ანტივაქსერებს მიმართავს

"მსოფლიოს საუკეთესო ექიმები, კვლევითი ცენტრები, ლაბორატორიები  გაიძახიან,  - აიცერითო და მაინცდამაინც 8 კრეტინის ნათქვამს უნდა გაეკიდოთ?" -  ბაკურ ბაკურაძე ანტივაქსერებს მიმართავს

დიზაინერი ბაკურ ბაკურაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს მიმართავს:

"მეცნიერებამ და მედიცინამ მოახერხა ის, რომ ახლა, XXI საუკუნეში, ცოცხალი ხარ, ხელში გიჭირავს შუშისა და პლასტმასისაგან გაკეთებული რაღაც ნივთი და მისი საშუალებით ესაუბრები მსოფლიოს და ბევრს ტლიკინებ იმაზე, რომ ბუნებამ თურმე უკეთ იცის!

ხო! რაც მთავარია ამ დროს ჩაწერილი ხარ ექოსკოპიაზე, ან ტომოგრაფიაზე, მაინც, ყოველი შემთხვევისათვის, რომ მშვიდად იყო და ნახევარ პლანეტას უმტკიცებ, რომ ბუნებამ უკეთ იცის!

მოდი ძმაო, მოიქნიე ეგ ტელეფონი, წადი ტყეში ფეხით და დასახლდი!

ქვით გამოთალე სარი, რომლითაც აიშენებ ხუხულას და აგროვე ბალახები და დააყენე ნაყენები!

ჰო, იქ რომ მიხვალ, სადაც ოდესმე ყველანი მივალთ, "ნავი რომ გამოგიგზავნე, რატომ არ დაჯექიო" რომ შეგეკითხება, ეს სტატუსი არ გაიხსენო და მეც არაფერი დამაბრალო!

რა გაბურღეთ ტვინი?!

მთელი მსოფლიოს საუკეთესო ექიმები, კვლევითი ცენტრები, ლაბორატორიები, ორგანიზაციები და რა ვიცი კიდევ, მთავრობები, მხედრობები, გაიძახიან აიცერითო და მაინცდამაინც 8 კრეტინის ნათქვამს უნდა გაეკიდოთ?

დიდი ბოდიში, თქვენს გამო თუ ვერ მოიცლიან და თვით ღვთისმშობელი და წმინდა ნიკოლოზი, თუ არ ჩამობრძანდებიან განკაცებულნი, რომ თავად მათ გირჩიონ როგორ მოიქცეთ." - წერს ბაკურ ბაკურაძე