ავტორი:

გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს - ვინ იქნებიან მისი პარტიის კანდიდატები ადგილობრივ არჩევნებზე

გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს - ვინ იქნებიან მისი პარტიის კანდიდატები ადგილობრივ არჩევნებზე

გიორგი გახარია პარტიის „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მერობის კანდიდატების, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრების წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის ამ ნაბიჯს დგამს, პარტიის მერობის სხვა კანდიდატების მიმართ სოლიდარობის ნიშნით, "რომლებსაც უმძიმეს პირობებში უწევთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა".

„მე მინდა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან, მეგობრებო, თქვენ საქმე გექნებათ პირადად ჩემთან და მე სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომლებსაც უაღრესად მძიმე პირობებში უწევთ დღეს ბრძოლა საქართველოს მოქალაქებიის ინტერესების დასაცავად, მე ერთი ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მერობის კანდიდატები, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრებიც წარადგინა.

თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრები არიან:

ლევან დოლიძე;

ზაზა თავაძე;

სალომე კობალაძე;

გიორგი შარაშიძე;

დავით ფარცვანია;

თამარ (ტატა) ხვედელიანი;

ეკატერინე ვეფხვაძე;

მალხაზ მჭედლიშვილი;

საბა ჯიქიძე;

გიორგი სოსელია;

თიკო თვალაძე;

გიორგი კიკნაველიძე;

ზაურ რეხვიაშვილი;

ქეთევან ბაკარაძე;

ვატო ფაჩულია.

თბილისის მაჟორიტარები:

სამგორი - კახაბერ ქემოკლიძე;

ისანი - დავით გოგიძე;

კრწანისი - ზაურ რეხვიაშვილი;

მთაწმინდა - ვახტანგ (ვატო) გვაზავა;

ვაკე - მერაბ მაჭავარიანი;

ჩუღურეთი - რუსუდან თევზაძე;

დიდუბე - გიორგი ქაჯაია;

საბურთალო - მიხეილ ნაბიჯაშვილი;

ნაძალადევი - გალაქტიონ ღუდუშაური;

გლდანი - ნათია მეზვრიშვილი;

რეგიონებში მერობის კანდიდატები:

რუსთავი - ბექა ლილუაშვილი;

ბათუმი - ირაკლი მიქელაძე;

ოზურგეთი - გია ცეცხლაძე ;

ლანჩხუთი - ელგუჯა კალანდარიშვილი;

ჩოხატაური - პაატა ბერიშვილი;

ქუთაისი - გიორგი გოგუაძე;

ხარაგაული - ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი;

ზესტაფონი - ლაშა ცხადაძე;

ბაღდათი - ლადო ვარძიელი;

ჭიათურა - უსუპ (უტა) ბიწაძე;

ტყიბული - სანდრო სახვაძე;

წყალტუბო - რუსუდან სილაგაძე;

თელავი - გიგა ორკოდაშვილი;

ყვარელი - გიორგი გიგილოშვილი;

მცხეთა - ანა ბუჩუკური;

თამაზ იარაჯული - თიანეთი;

დუშეთი - თენგიზ ჟამუტაშვილი;

ყაზბეგი - გიორგი გომიაშვილი;

რაჭა -ლეჩხუმი- ქვემო სვანეთი;

ამბროლაური - ფარნაოზ ბაკურაძე;

ონი - იმედა მეშვილდიშვილი;

ცაგერი - ბესარიონ ბენდელიანი;

ლენტეხი - ჯამლათ გვიდიანი;

სამეგრელო -ზემო სვანეთი;

ზუგდიდი - გეგა შენგელია;

აბაშა - ავთანდილ ბოკუჩავა;

სენაკი - გიორგი სიჭინავა;

მარტვილი - ლაშა ლეკიშვილი;

ხობი - ბადრი ჯობავა;

წალენჯიხა - ხვიჩა მებონია;

ჩხოროწყუ - შენგელი ჯიქია;

ფოთი - გიორგი აბსარიძე;

მესტია - მალხაზ უდესიანი;

ახალციხე - გიორგი არველაძე;

გორი - კონსტანტინე ანანიაშვილი;

ქარელი - ვახტანგ გოგიჩაშვილი;

კასპი - გიორგი ბესტავაშვილი;

ხაშური - ზვიად ტეფნაძე.