ავტორი:

"არ იყო იოლი 3 კვირა! შეგიგროვეთ ის მარტივი რჩევები, რომლებიც მართლა ვირტუოზი ექიმებისგან მივიღე და გამომაჯანმრთელა" - რას წერს განო მელითაური კოვიდის დამარცხების შემდეგ

"არ იყო იოლი 3 კვირა! შეგიგროვეთ ის მარტივი რჩევები, რომლებიც მართლა ვირტუოზი ექიმებისგან მივიღე და გამომაჯანმრთელა" - რას წერს განო მელითაური კოვიდის დამარცხების შემდეგ

რეჟისორმა განო მელითაურმა კორონავირუსი დაამარცხა. როგორც თავად წერს, დაინფიცირებულ ოჯახის წევრებთან ერთად, საკმაოდ რთული 3 კვირის გადატანა მოუხდა. გამოჯანმრთელების შემდეგ, განო საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელში გვიზიარებს:

"არ იყო იოლი 3 კვირა! ჩირიკომ "გაცინებული განოებიც" კი დახატა ჩემს გადასარჩენად... 77 სატურაციაც იყო, 2000 დი-დიმერი, ჟანგბადის ბალიშიც, დაუსრულებელი სიმპტომებიც... და რაც ყველაზე მტკივნეული იყო საუკეთესო მეგობრის 4-კაციანი ხელმოწერის გაცდენა, სადაც მეჯვარე ვიყავი!

მართლა მთელი ბავშვობა რომ ვგეგმავდით, როგორი იქნებოდა ეს დღე. მაპატიე, რომ ვერ ვიყავი თქვენთან ერთად, მთელი გულით განვიცადე Ana Gigolashvili, მაგრამ იოლი იყო ამ 3 კვირის სიყვარულით, იმედებით, პოზიტივით და ნაბიჯების აპლიკაციით გადაგორება!

კოვიდი არ არის პანაცია! ის ვირუსია და შენ შეგიძლია მისი პრევენცია! აცრით, დისტანციით, რეგულაციების მიყოლით, ვარჯიშით, ან მისი დამარცხება გონებით!

შეგიგროვეთ ის მარტივი რჩევები, რომლებიც მართლა ვირტუოზი ექიმებისგან მივიღე ბოლო 3 კვირის მანძილზე და გამომაჯანმრთელა!

ამ ვიდეოში ის მომენტებია ასახული, რომელმაც კოვიდის რთული მომენტების დაძლევის ძალა მომცა, ამიტომ მხოლოდ პოზიტივს გიზიარებთ! მე დავამარცხე კოვიდი! შენც შეგიძლია".