ავტორი:

სიამის ტყუპი გოგონა: მათ ერთმანეთი პირველად დაბადებიდან 1 წლის შემდეგ დაინახეს - ისრაელში ჩატარებული უიშვიათესი და ურთულესი ოპერაციის შედეგი

სიამის ტყუპი გოგონა: მათ ერთმანეთი პირველად დაბადებიდან 1 წლის შემდეგ დაინახეს - ისრაელში ჩატარებული უიშვიათესი და ურთულესი ოპერაციის შედეგი

ერთი წლის წინ მთელი მსოფლიო აალაპარაკა ტყუპი გოგონას დაბადებამ, რომლებიც ერთმანეთთან თავის უკანა ნაწილით იყვნენ მიერთებულნი.

გასულ კვირას კი ისრაელში ჩატარდა უიშვიათესი ოპერაცია, რა დროსაც ბავშვები ერთმანეთისგან განაცალკევეს, ოპერაციის შემდეგ, ტყუპმა გოგონებმა დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ, პირველად დაინახეს ერთმანეთი.

ოპერაცია 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის Soroka Medical Centre-ში ჩატარდა, მოსამზადებელი სამუშაოები კი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპერაცია გულისხმობდა ორივე გოგონასთვის თავის ქალის ფრაგმენტების გადანერგვას.

პროცესში ჩართული იყო არამხოლოდ ისრაელის, არამედ მედიცინის ათობით სპეციალისტი მთელი მსოფლიოდან.

BBC-ი წერს, რომ გოგონების გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს და ისინი თავს კარგად გრძნობენ.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ოპერაცია მსოფლიოში სულ 20-ჯერ ჩატარდა, ხოლო ისრაელში მსგავსი ტიპის ოპერაცია პირველად გააკეთეს.

ექიმების პროგნოზით, გოგონები, რომლებიც 2020 წლის აგვისტოში დაიბადნენ, სრულფასოვან და ნორმალურ ცხოვრებას შეძლებენ.