ავტორი:

"მეექვსე ოპერაციისთვისაა მოსამზადებელი, თავში კისტა აქვს და კლინიკურ ჩარევას საჭიროებს" - შშმ ოჯახი შვილის გადასარჩენად დახმარებას საზოგადოებას სთხოვს

"მეექვსე ოპერაციისთვისაა მოსამზადებელი, თავში კისტა აქვს და კლინიკურ ჩარევას საჭიროებს" - შშმ ოჯახი შვილის გადასარჩენად დახმარებას საზოგადოებას სთხოვს

გოგიტა მურცხვალაძე შშმ პირია, მეუღლე და შვილი ჯაბაც შშმ პირები ჰყავს. მათი ოჯახის ამბავს მკითხველი კარგად იცნობს. ბატონ გოგიტას სხვადასხვა გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია. ჯაბას დაბადებიდან მესამე დღეს ტრავმა აქვს მიღებული, სამშობიაროში შეხვევისას ხელიდან გაუვარდათ. მისი დიაგნოზი ჰიდროცეფალიაა. როგორც მამა ამბობს, პირველ და მესამე ოპერაციაზე ქირურგიული შეცდომებიც იქნა დაშვებული და არამარტო ოპერაციაში, შემდგომ - მკურნალობისას.

ჯაბა მურცვხვალაძე 3 სექტემბერს 29 წლის გახდა. მამის ინფორმაცით, მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის შედაებით უკეთესია, თუმცა „ბოლო პერიოდში მომატებულია ეპილეფსიური მოვლენები. ვცდილობთ, მკურანლობის კურსი არ შევაჩეროთ, რომ მისი მდგომარეობა არ დამძიმდეს. აქ ვგულისხმობ, როგორც ხალხურ მედიცინას, ისე - თანამედროვე მედიცინას. გვინდა, მაქსიმალური გავაკეთოთ, ამასთან, წლებია, დავდივართ ეკლესია-მონასტრების მოსალოცად. წელს დასავლეთ საქართველოში ბევრი ეკლესია-მონასტერი შემოვიარეთ. შვილს ლოცვის მადლითაც ვაძლიერებთ. ბევრისთვის შეიძლება დაუჯერებელიც იყოს, მაგრამ ამ მოლოცვების შემდეგ ბევრი რამ ისწავლა. რაღაც უნარებიც გამოუმუშავდა... რაც მთავარია, იცის დედა, მამა, დედმამიშვილი, არჩევს მწარეს, ტკბილს და ა.შ. ეს ჩვენთვის, მშობლებისთვის თვალშისაცემი და სასიხარულოა,“ - აღნიშნავს ბატონი გოგიტა და მადლიერია იმ ადამიანების, ვინც მათ დახმარებას და გვერდში დგომას არ აკლებს.

„ცოტა ხნის წინ ხვამლის მთაზე ვიყავი. თვითონაც შშმ პირი ვარ, ხელჯოხით დავდივარ და მაგრამ უფალი მაძლევს ძალას ამისთვის და ამჯერადაც ასე იყო, შემაძლებინა, ავსულიყავი ხვამლზე, რაშიც ახლობლებიც დამეხმარნენ. იქ არსებულ წმინდა გიორგის პატარა სალოცავში მივედი. ყველას ვურჩევ და ვუსურვებ ეს მართლაც წმინდა და საკრალური ადგილი მოინახულოს. ვიყავი კაცხის სვეტზეც, კაცხის მაცხოვრის შობის ეკლესიაში, მღვიმის დედათა მონასტერში, ასევე ჯრუჭის მამათა მონასტერში, საჩხერის წმინდა ნინოს მონასტერში (სობორო), სავანეში წმინდა გიორგის ეკლესიაში, თირის ეკლესიაში, ცაგერის რაიონში სოფელ ჩხუტელში სახალხო-საეკლესიო დღესასწაულს - „ჩიტობას“ დავესწარით. ხვამლზე რომ ვიყავი, იმ დღეს ჯაბა 29 წლის გახდა. მისი ჯანმრთელობისთვის ვილოცე და იმ ადამიანებისთვის, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვისას გვერდით გვიდგას. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ქველმოქმედი ხალხი... ჯერ ერთ, რომ სულიერი მოთხოვნა მაქვს ყოველი ეკლესია-მონასტერი მოვილოცოთ და თან, მართაც ვცდილობ, უფრო მეტი გავაკეთოთ შვილისთვის. შარშან სამნი დავდიოდით - მე, ჩემი მეუღლე და ჯაბა. შვილი თავადაც დაგვყავდა, რაც კეთილი ხალხის დახმარებით შევძელით. წელს ეს ვერ მოხერხდა, რადგანაც ეს ხარჯებს მოითხოვს, რაც ვერ გამოინახა.

- ე.ი. ყოველი ასეთი მოლოცვის შემდეგ, ამბობთ, რომ ჯაბა უკეთ გრძნობს თავს?

- კი, ყოველი ასეთი ვიზიტი ეკლესიაში, მასზე დადებითად მოქმედებს. ამას თვლნათლივ ჩვენც ვგრძნობთ. მისი დაავადების მქონე ადამიანები ლოგინად არიან ჩავარდნილები, ამან იცით, რომ ჯერ კიდევ 2000 წელს მამა გაბრიელის საფლავზე აიდგა ფეხი და როცა მოსალოცად მიგვყავს, ცხადია, თავისი ფეხით შედის ყველა ეკლესიაში. რატომღაც ტაძარში შესვლისას ფეხზე იხდის, ამას თავისით აკეთებს. მთავარია, რომ ჯაბა მყავდეს ჯანმრთელი. ზაფხულ რომ მოდის, ყველას უხარია, მაგრამ მისთვის ეს რთული პერიოდია. შემოდოამაზე ამინდის ხშირი ცვლალებადობაც უარყოფითად მოქმედებს... მეექვსე ოპერაციისთვისაა მოსამზადებელი. თავში კისტა აქვს და კლინიკურ ჩარევას საჭიროებს. „ცარიელი ხელით“, ანუ უსახსროდ ეს არ გამოდის, ვერ ვახერხებთ. გერმანიის კლინიკა საუკთესოა ამისთვის, მაგრამ ამის საშუალება, როგორც ვთქვი, არ გვაქვს. თუმცა მეხუთე ოპარაცია ბათუმში გაკეთდა. ექიმმა მაშინ ურთულესი რამ თავის თავზე აიღო, ხელიც მოგვაწერინეს, რომ შესაძლო იყო, ოპერაცია ფატალურად დამთავრებულიყო. მადლობა ღმერთს, ჯაბა გადარჩა... მას შემდეგ თავში ჩანერგილი აქვს ხელოვნური შუნტი იმისთვის, რომ ორგანიზმს ხერხემლიდან სითხის ცირკულირება არ შეუწყდეს. ფილტრი კი კისერთან აქვს დაყენებული და ასე ხდება სითხის მიწოდება. მოკლედ, მის შემდგომი ოპერაციისთვის თანხების მოძიება არ არის ადვილი. მხოლოდ ღმერთის, კეთილი ადამიანების და მათი კეთილი ნების იმედად ვართ, რომლებსაც ყოველი ეკლესია-მონასტერში ვიზიტისას ლოცვას და სანთელს ნამდვილად არ ვაკლებთ.

საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლლად.

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607

თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007