ავტორი:

"გირჩი - მეტი თავისუფლებას" ოფისი აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის დაილუქა - შრომის ინსპექციის სამსახური

"გირჩი - მეტი თავისუფლებას" ოფისი აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის დაილუქა - შრომის ინსპექციის სამსახური

შრომის ინსპექციის სამსახურმა ლერმონტოვის 9 ნომერში მდებარე ,,გირჩი - მეტი თავისუფლებას” ოფისი დახურა.

როგორც შრომის უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, გუშინ ობიექტზე მთავრობის დადგენილებით აკრძალული მასობრივი გასართობი საქმიანობის განხორციელება გამოვლინდა.

ამასთან, აღნიშნული დაწესებულება წარსულშიც იყო დაჯარიმებული.

“შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, სხვა ზედამხედველი ორგანოების ჩართულობით გუშინ ობიექტზე გამოვლინდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული მასობრივი გასართობი საქმიანობის განხორციელება, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ობიექტის დალუქვის შესახებ. შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ლერმონტოვის 9 ნომერში მდებარე ბარი ერთხელ უკვე არის დაჯარიმებული მთავრობის დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, შესაბამისად დღეს მოხდა ობიექტის დალუქვა”, - აღნიშნა მაია მიქაიამ.