ავტორი:

დატბორილია სახლები და მაღაზიები... დაზიანებულია ავტომობილები - ფოტოები ბათუმიდან, სადაც ძლიერი წვიმა იყო

დატბორილია სახლები და მაღაზიები... დაზიანებულია ავტომობილები - ფოტოები ბათუმიდან, სადაც ძლიერი წვიმა იყო

ბათუმში, გვიან ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად დემეტრე თავდადებულის, სელიმ ხიმშიაშვილის და კიდევ რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით ე.წ. ჭაობის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, მაღაზიები და ეზოები დატბორა.

მოსახლეობის თქმით, სანიაღვრე არხებმა უხვი ნალექი ვერ გაატარა.

მათივე თქმით, ძლიერმა წვიმამ ავტომობილები დააზიანა. დატბორილ ქუჩებზე მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებული.