ავტორი:

"როგორც პოლიტიკოსს, პაატა ბურჭულაძეს, მე არ შევხვდები. ეს არის ჩემი უფლება" - რატომ თქვა უარი ქუთაისის თეატრის ხელმძღვანელმა ბურჭულაძესთან შეხვედრაზე?

"როგორც პოლიტიკოსს, პაატა ბურჭულაძეს, მე არ შევხვდები. ეს არის ჩემი უფლება" - რატომ თქვა უარი ქუთაისის თეატრის ხელმძღვანელმა ბურჭულაძესთან შეხვედრაზე?

ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინე ლომინაძემ განმარტა, თუ რის გამო თქვა უარი საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრაზე.

როგორც ირინე ლომინაძე განმარტავს, მას არ სურდა პაატა ბურჭულაძის, როგორც პოლიტიკოსის გაცნობა.

„ჩემთან არავინ მოსულა თეატრში შემოშვებისთვის. დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პაატა ბურჭულაძეს სურდა ჩემი გაცნობა. მას არ უთქვამს, რომ სურდა შემოსვლა. რა უფლებით არ შემოვუშვებდი, სირცხვილია პაატა ბურჭულაძე არ შემოუშვა თეატრში. მე ვუთხარი, როგორც მსოფლიო ბანს ჰქონდა ჩემი უდიდესი პატივისცემა და ბედნიერი ვიქნები, თუ ოდესმე იმღერებს ჩემს თეატრში, მაგრამ, როგორც პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს, მე არ შევხვდებითქო. ეს არის ჩემი უფლება. მე არ ვცემ იმ პარტიას პატივს, რომელი პარტიის გვერდითაც დგას პაატა ბურჭულაძე. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს. როგორ გგონიათ, მას ეთქვა, რომ შეხვედრა სურდა დასთან და მე ამის დაშლის უფლება მქონდა?"-აცხადებს ირინე ლომინაძე.

შეგახსენებთ, რომ საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის ინფორმაციით, ქუთაისის თეატრში მუსიკოსებსა და მენეჯმენტთან დაგეგმილი შეხვედრა მოულოდნელად ჩაიშალა.

როგორც ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს, მას სურდა თეატრის მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის საკუთარი პრობლემები გაეცნო, თუმცა დაგეგმილი რეპეტიცია გაუქმდა და მოულოდნელად კარანტინი გამოცხადდა.

„ქუთაისის საოპერო თეატრიდან ჩემი ძვირფასი მეგობრები მირეკავენ მომხდართან დაკავშირებით. დღეს მინდოდა თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნო საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით თეატრთან, ვიცოდით, რომ რეპეტიცია იყო დანიშნული. იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი, საჭირო გახდა დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს. რატომღაც არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ინება ჩემთან შეხვედრა. არ იღელვოთ ჩემო მეგობრებო, ესეც გადაივლის და მე აუცილებლად მოვალ თქვენთან და რითაც შემეძლება გვერდით დაგიდგებით“, - წერს ბურჭულაძე „ფეისბუკის“ გვერდზე.