ავტორი:

"მეწყინა, თვითონაც დაბერდება..." - რას პასუხობს თამაზ მეჭიაური ირაკლი ღარიბაშვილს?

"მეწყინა, თვითონაც დაბერდება..." - რას პასუხობს თამაზ მეჭიაური ირაკლი ღარიბაშვილს?

4 დღეში არჩევნების მეორე ტურია და ამომრჩეველთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. თიანეთში ჩასულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს და ყოფილ თანაგუნდელს, თამაზ მეჭიაურს თავისი კანდიდატურის მოხსნა ურჩია მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ."თიანეთში ჩვენ გვაქვს მეორე ტური, აქ ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული, ახალგაზრდა, გამოცდილი, ძალიან წესიერი, კვალიფიციური კაცი - ლევან წიკლაური, რომელიც, რა თქმა უნდა, გახდება თიანეთის მერი. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური უპირისპირდება ამ ახალგაზრდა, წესიერ კაცს და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან სამწუხაროა, რომ გუნდის ყოფილი წევრი უპირისპირდება ჩვენი გუნდის წევრს და მე მოვუწოდებდი ბატონ თამაზ მეჭიაურს, რომ გზა დაუთმოს ამ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანს და "ნაციონალების" წისქვილზე ნუღარ დავასხამთ წყალს. ვიცი, რომ თიანეთის მოსახლეობა მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას, არჩევანს გააკეთებს და ამის შემდეგ გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას", - თქვა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე.

თამაზ მეჭიაური:

- მოულოდნელი იყო ღარიბაშვილის ეს განცხადება, იმიტომ, რომ გაცილებით მეტი წარმოდგენის ვიყავი მასზე, მის კორექტულობაზე. ყველაფერი მობილიზებული აქვთ მაქსიმალურად, იმდენი რესურსი აქვთ, კომისიებში გავლენები, ადმინისტრაციული ორგანოები მთლიანად ჩართულია და, წესით, არ უნდა იყვნენ ასე ძალიან შეშინებულები. ან ხალხის რომელი მტერი მე მნახეს, რომ ვიყავი ამ თანამდებობაზე რამდენი რამე გავაკეთე. თუ რამეში დამხმარებია კონკრეტული პირი თუ ხელისუფლება, ამას ვუფასებდი და ყოველთვის ვიძახდი, ეს საქმე გავაკეთე, მაგრამ ესა თუ ის პირი დამიდგა გვერდში, ან მთავრობა-მეთქი. არასოდეს მიმიწერია სხვისი გაკეთებული საქმე. ღარიბაშვილმა რატომღაც მოინდომა წარმოეჩინა, თითქოს იმის გამო, რომ მე არ ვიყავი მათი პარტიის წევრი, პრობლემებს ვუქმნიდი და, თურმე, უფრო მეტი გაკეთდებოდა. არადა, რაც გავიმარჯვე და მათი მერი შევცვალე, 10-ჯერ მეტი გაკეთდა ჩემს პერიოდში. იგივე გზები, ჭაბურღილები, საბავშვო ბაღები, იგივე, კულტურის სახლი, საიდანაც ყელს იღერებდნენ და გვმოძღვრავდნენ, ჩემი გაკეთებულია. მაქვს ფოტოები და ვიდეოები, რამდენიც გინდა, რა სიტუაცია დამხვდა. რამდენი ძალისხმევა დამჭირდა, ეს რომ გამეკეთებინა. უნდათ, რატომღაც წარმოაჩინონ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არის დანამატი და მხოლოდ მარიონეტები უნდათ ამ თანამდებობაზე, რომელიც ყველაფერზე თავს დაუქნევს. გააგრძელეთ კითხვა