ავტორი:

რატომ უჩივის ყოფილი თანამშრომელი მარკ ცუკერბერგსა და მის მეუღლეს სასამართლოში?

რატომ უჩივის ყოფილი თანამშრომელი მარკ ცუკერბერგსა და მის მეუღლეს სასამართლოში?

მარკ ცუკერბერგსა და მის მეუღლეს სასამართლოში უჩივიან.

მოსარჩელეები მილიარდერ წყვილს არასათანადო მოპყრობაში სდებენ ბრალს.

Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგისა და მისი მეუღლის, პრისცილა ჩანის წინააღმდეგ სარჩელით სან-ფრანცისკოს ოლქის უზენაეს სასამართლოს 2 თვის წინ მიმართეს.

მოსარჩელეები არიან მია კინგი და მამაკაცი, რომელსაც ჯონ დოუდ მოიხსენიებენ. ისინი ჩანსა და ცუკერბერგს ხელფასის გადაუხდელობაში სდებენ ბრალს.

ცუკერბერგების ოჯახის წარმომადგენელი ბენ ლაბოლტი აღნიშნულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

"ეს ბრალდებები არ შეიძლება იყოს დასაბუთებული. საოჯახო ოფისი ძალიან სერიოზულად ეკიდება საჩივრებს სამუშაო ადგილზე არასათანადო მოპყრობის შესახებ და ოპერატიულად იძიებს მათ“, - განაცხადა ლაბოლტიმ.

დოი თავის 35-გვერდიან საჩივარში ყვება, რომ მას "ცუკერბერგის ოჯახის სხვადასხვა ქონების ზედამხედველობა და მართვა ევალებოდა. მისი მტკიცებით, ამ სამსახურის გამო მუშაობდა კვირაში 40 საათზე და დღეში რვა საათზე მეტს, რისთვისაც კომპენსაცია არ მიუღია და რომ არაერთხელ აიძულეს ემუშავა ზეგანაკვეთურად.

დოის თქმით, მას ეპილეფსია აწუხებდა და იძულებული იყო შეესრულებინა ისეთი დავალებები, რომლებიც ამძიმებდა მის მდგომარეობას და საფრთხეს უქმნიდა მის ჯანმრთელობას.

ცუკერბერგ-ჩანის ოჯახს აღნიშნულ ბრალდებებზე ოფიციალურად არ უპასუხიათ.