ავტორი:

"სააკაშვილს გადატრიალება და ბინძური პროვოკაცია ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის რამდენიმე ადამიანის მკვლელობა“ - ირაკლი ღარიბაშვილი

"სააკაშვილს გადატრიალება და ბინძური პროვოკაცია ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის რამდენიმე ადამიანის მკვლელობა“ -  ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციისთვის ჩამოვიდა.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის ერთადერთი მიზანი პროვოკაცია და მათ შორის, რამდენიმე ადამიანის მკვლელობა იყო.

"სააკაშვილი საქართველოში ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ რევოლუცია მოეხდინა, გადატრიალება და ბინძური პროვოკაცია, რომელიც მას ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის რამდენიმე ადამიანის მკვლელობა“,- განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ სააკაშვილი სამართალდამცველებს ჩაბარდა, პრემიერმა განაცხადა: „ჩაგვბარდა კი არა, დავიჭირეთ“.

პრემიერის თქმით, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილის დროს მისივე დავალებით სისტემა პატიმრებს აუპატიურებდა, აწამებდა და ტანჯავდა.

"მე კი არა მთელმა მსოფლიომ ნახა ის სიბინძურე: წამება და გაუპატიურება, რაც სააკაშვილის დროს ციხეებში ხდებოდა, თქვენ არ ნახეთ კარანტინის დაშლის ვიდეოკადრები? მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილის დროს მისივე დავალებით სისტემა პატიმრებს აუპატიურებდა, აწამებდა და ტანჯავდა“, - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.