ავტორი:

ქაბულის სამხედრო ჰოსპიტალში მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქაბულის სამხედრო ჰოსპიტალში მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის სამხედრო ჰოსპიტალში ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც მინიმუმ 15 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„სარდარ მუჰამედ დაუდ ხანის“ საავადმყოფო, სადაც თავდასხმა მოხდა, 400- საწოლზეა გათვლილი და ის ავღანეთის უდიდესი სამხედრო ჰოსპიტალია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, თუმცა, თვითმხილველების თქმით, აფეთქებების შემდეგ საავადმყოფოს შენობაში ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე მებრძოლი შევიდა და მათსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა.