ავტორი:

აშშ-ისა და რუსეთის დაზვერვის სამსახურების წარმომადგენელთა უიშვიათესი შეხვედრა მოსკოვში - რაზე ესაუბრა CIA-ის ხელმძღვანელი რუსულ დაზვერვას?

აშშ-ისა და რუსეთის დაზვერვის სამსახურების წარმომადგენელთა უიშვიათესი შეხვედრა მოსკოვში - რაზე ესაუბრა CIA-ის ხელმძღვანელი რუსულ დაზვერვას?

მოსკოვში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი, უილიამ ბერნსი, ამერიკული დაზვერვის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

უილიამ ბერნსი

შეხვედრები გაიმართა რუსეთის დაზვერვის სამსახურის ტოპ წარმომადგენლებთან, მათ შორის, CIA-ის დირექტორი შეხვდა ნიკოლაი პატრუშევს, რომელსაც რუსეთში ყველაზე გავლენიან ფიგურას უწოდებენ. ის ასოცირებულია პუტინთან, ითვლება მის მთავარ თანამოაზრედ და მხარდამჭერად.

მედიაში წერენ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები არის უიშვიათესი და ახლა, როცა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა გართულებული და დაძაბულია, ეს შეხვედრა განსაკუთრებით ნიშანდობლივია.

"ესოშიეითიდ პრესი" პატრუშევის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარი ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობას შეეხებოდა. სხვა დეტალები რუსული დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს არ გაუსაჯაროებიათ.

აღსანიშნავია, რომ პატრუშევისა და ბერნსის შეხვედრა თავდაპირველად დაანონსებული არ ყოფილა.

ბერნსი მოსკოვში ვიზიტით თებრვალშიც იმყოფებოდა

  • დაძაბული პოლიტიკური ვითარება

CIA-ის ხელმძღვანელსა და რუსეთის დაზვრევის სამსახურის წარმომადგენლებს შორის მოსკოვში გამართულ უიშვიათეს შეხვედრას ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის წინ უძღოდა გართულებული და დაძაბული ურთიერთობები .

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს დაუწესა სანქციები, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან, კიბერთავდასხმებთან, ალექსეი ნავალნის საქმესთან. გარდა ამისა, აშშ-ი ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის გადაადგილებას. რუსეთი ასევე რჩება სანქციების ქვეშ ყირიმის ანექსიის გამო.

გარდა ამისა, საზოგადოებას ახსოვს,რომ ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა, პუტინმა კი ასე უპასუხა - "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის."

მიუხედავად ყველაფრისა, აშშ-ი ჯერ კიდევ ხედავს რუსეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას განსაკუთრებით შეიარაღების კონტროლის საკითხში. დაზვერვის წარმომადგენლები ეძებნენ ისეთ საკითხებს, რომელზეც შეიძლება ვაშინგტონი და მოსკოვი კონსესუსამდე მივიდნენ.

როგორც CNN-ი წერს, ბერნსს, რომელიც ვეტერანი დიპლომატია, რუსეთთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება აქვს. ის მუშაობდა ამერიკის ელჩად რუსეთში 2005-2008 წლებშ.