ავტორი:

"გთხოვთ, მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში" - პაატა ბურჭულაძე "ქართულ ოცნებას" მიმართავს

"გთხოვთ, მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში" - პაატა ბურჭულაძე "ქართულ ოცნებას" მიმართავს

"გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში," - ამის შესახებ საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც "ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

ის მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილს მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება მისცენ.

"ყველაფერს აქვს საზღვარი! ამის მოთმენა აღარ შეიძლება! მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე. "ქართულო ოცნებავ“, ყველაფერში არღვევთ კანონებს, ითვისებთ წაგებულ არჩევნებს, იჭერთ უდანაშაულო ადამიანებს და თქვენივე კუთვნილი სასამართლოთი თქვენებურად ასამართლებთ.

გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში. მიეცით მას მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება.

უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა და მე დღესვე ჩამოვფრინდები საქართველოში. ამით თქვენ ორ დიდ საქმეს გააკეთებთ: საქართველოს არ შეიყვანთ ველური ქვეყნების სიაში და ძალიან ასიამოვნებთ ბიძინა ივანიშვილს. მას ერთდროულად ორი პატიმარი ეყოლება, რომლებსაც ვერ იტანს“, - წერს პაატა ბურჭულაძე.