ავტორი:

როდემდე შენარჩუნდება ძლიერი ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

როდემდე შენარჩუნდება ძლიერი ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოს მასშტაბით, ძლიერი ქარი დღის ბოლომდე შენარჩუნდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 12 ნოემბრამდე საქართველოს მასშტაბით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-12 გრადუსი იქნება, ხოლო 13 ნოემბრიდან ტემპერატურა მოიმატებს.

"ქარი შენარჩუნდება დღის ბოლომდე და ღამის პირველი საათიდან მკვეთრად შესუსტდება. ხვალიდან ის ცივი ჰაერის მასები, რომლებიც დღეს მოქმედებს, გამოიწვევს ტემპერატურის კლებას, ამიტომ საქართველოს მასშტაბით როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმალური ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია 10-12 გრადუსამდე.

13 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.