ავტორი:

"ვერ გატეხავ ლილუაშვილო მართალ ადამიანს... ტყვიაც კი არ მოგვკლავს, იმდენად მართლები ვართ!" - ნიკა მელია

"ვერ გატეხავ ლილუაშვილო მართალ ადამიანს... ტყვიაც კი არ მოგვკლავს, იმდენად მართლები ვართ!" - ნიკა მელია

"ვერ გატეხავ ლილუაშვილო მართალ ადამიანს მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას სახით! ვერ გატეხავ თითოეულ ჩვენგანს, იმიტომ, რომ მართლები ვართ! ტყვიაც კი არ მოგვკლავს, იმდენად მართლები ვართ!" - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქციები ხელისუფლებას ანგრევს.

„წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას აქვს მიხეილ სააკაშვილისადმი ადგილი, მაგრამ ხომ დარწმუნდით ლილუაშვილო, რომ მართალ ადამიანს ვერ ტეხავ. ვერ გატეხავ მართალ ადამიანს მიხეილ სააკაშვილის სახით! ვერ გატეხავ მართალ ადამიანს ელენე ხოშტარიას სახით! ვერ გატეხავთ თითოეულ ჩვენგანს, იმიტომ, რომ მართლები ვართ! ტყვიაც კი არ მოგვკლავს, იმდენად მართლები ვართ! ამას უნდა მიხვდეთ და მთავარი, რაც გაშინებთ, არ დაგიმალავთ, ძალიან მსიამოვნებს, რომ ზუსტად იქ გაჭერთ წიხლს, სადაც ყველაზე მეტად გტკივათ. ჩვენი მშვიდობიანი და უკიდურესად მაღალი ემოციური საპროტესტო აქციებით განგრევთ. ეს ისაა, რასაც არ ელოდით“,- განაცხადა მელიამ.