ავტორი:

"ჩვენ ხომ გვინდა სახელმწიფო და არა ტერიტორია? ერი და არა ბრბო? ევროპა და არა რუსეთი?" - რას წერს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკატერინე ზღულაძე

"ჩვენ ხომ გვინდა სახელმწიფო და არა ტერიტორია? ერი და არა ბრბო? ევროპა და არა რუსეთი?" - რას წერს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკატერინე ზღულაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკატერინე ზღულაძე, რომელიც აღნიშნულ პოსტზე 2006 – 2012 წლებში მუშაობდა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

"ძლივს აღვადგინე წლების წინ მივიწყებული ეს გვერდი. ვწერ-ვშლი, ვწერ-ვშლი… შორს რომ ვარ, ასე მგონია ქართულად დაწერილი ცოტას დამამშვიდებს. მაგრამ…რა გინდა რომ თქვა ამაზრზენი და სამარცხვინოს მეტი.

არა ეგეც არა… საშიში. მთავრობა მიაქანებს ქვეყანას უკან ისეთი სისწრაფით, რომ ათწლეულების პროგრესი იკარგება და არა წლების.

შეცდომები? კი ბატონო, იმ მთავრობასაც ბევრი ჰქონდა, სადაც მე ვმუშაობდი. მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ იმ ხელისუფლებამ შექმნა სახელმწიფო, სადაც უკეთესი უნდოდათ და ამის გაჟღერება შეეძლოთ, ამის მიღწევა შეეძლოთ.

არჩევნების გზით მთავრობის შეცვლა შეეძლოთ.

აი ეს კი შეცდომები არ არის - ეს არის ქვეყნის, მომავლის, მშვიდობის და ყველაფრის რაც სახელმწიფოს სახელმწიფოდ აქცევს, იმის შეგნებული ღალატი და გამიზნული ნგრევა. და რისთვის? პუტინი?ძალაუფლება? შიში? თუ უფრო მარტივად - იმიტომ, რომ არც უყვართ თავისი სახელმწიფო, არც თვლიან სახელმწიფოდ და არც უნდათ, რომ იყოს სახელმწიფო .

მაგრამ ჩვენ ხომ გვინდა, სახელმწიფო გვინდა და არა ტერიტორია? ერი და არა ბრბო? სამართალი და არა სანახაობა? ევროპა და არა რუსეთი? როგორ მინდა რომ ასე იყოს!" - წერს ეკატერინე ზღულაძე.