ავტორი:

რუსთაველზე "ნაცმოძრაობის" აქცია მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე?

რუსთაველზე "ნაცმოძრაობის" აქცია მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე?

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და გათავისუფლებაა. პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ - "მიშა, მიშა". მათ ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოს დროშები და ბანერები წარწერით - #FREESAAKASHVILi.

აქციის გამო პარლამენტის შენობის მიმდებარედ რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ის აქციის მონაწილეებს აქვთ დაკავებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.