ავტორი:

"ვევედრები ღმერთს, ისე არ გავბოროტდე, რომ დავემსგავსო მათ, ვისაც დღეს შეუძლიათ ადამიანურად მოქცევა და ამას არ აკეთებენ...გადაიყვანეთ" - ნიკოლოზ რაჭველი სააკაშვილის შესახებ

"ვევედრები ღმერთს, ისე არ გავბოროტდე, რომ დავემსგავსო მათ, ვისაც დღეს შეუძლიათ ადამიანურად მოქცევა და ამას არ აკეთებენ...გადაიყვანეთ" - ნიკოლოზ რაჭველი სააკაშვილის შესახებ

მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ეხმიანება პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს და მის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

"ყველაზე მეტად ვევედრები ღმერთს არ გამატარებინოს წუთისოფელი, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მტრობისგან, ზიზღისგან, სიძულვილისგან თუ შიშისგან ისე არ გავბოროტდე, რომ დავემსგავსო მათ, ვისაც დღეს შეუძლიათ ადამიანურად მოქცევა და ამას არ აკეთებენ…

#გადაიყვანეთ!!" - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ შეჰყავთ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტი მისი ნების საწინააღმდეგოდ.

სააკაშვილი საქართველოში შემოსვლის შემდეგ, პირველ ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მას შემდეგ შიმშილობს. ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, ამავეს ითხოვენ მისი ექიმი და მხარდამჭერები, თუმცა მოთხოვნას არ უკმაყოფილებენ.