ავტორი:

"მეოთხე თაობის მჩხიბავი, ქალბატონი სტელა სტამბოლიდან ჩამოვიყვანეთ" - "გირჩი - მეტი თავისუფლების" ცნობით, შსს-ზე მჩხიბავს ჯადოს გააკეთებინებენ

"მეოთხე თაობის მჩხიბავი, ქალბატონი სტელა სტამბოლიდან ჩამოვიყვანეთ" - "გირჩი - მეტი თავისუფლების" ცნობით, შსს-ზე მჩხიბავს ჯადოს გააკეთებინებენ

"გირჩი - მეტი თავისუფლება" ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ისინი აპირებენ "მჩხიბავს შსს-ზე ჯადო გააკეთებინოს."

"დღეს “გირჩი-მეტი თავისუფლება” მჩხიბავს გააკეთებინებს ჯადოს შსს-ზე.ქ.ნ-ი სტელა სტამბოლიდან ჩამოვიყვანეთ და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით დავაგეგმინეთ ჯადო.

იგი მეოთხე თაობის მჩხივაბია და მსოფლიოს საუკეთესო მჩხიბავთა 27-ეულში შედის.

ჩვენი მოთხოვნა არის “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსების გათავისუფლება, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯადოს არ მოვხსნით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჯადოს მოხსნა მხოლოდ ქ.ნ სტელას შეუძლია, რადგან მისი გამოყენებული მაგიის მოხსნა, კონკრეტულად მას მოითხოვს", - ნთქვამია განცხადებაში.