ავტორი:

"გემრიელი ხინკალი და ასევე გემრიელი ჭაჭა შესანიშნავ მეგობრებთან ერთად" - რას წერს ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში

"გემრიელი ხინკალი და ასევე გემრიელი ჭაჭა შესანიშნავ მეგობრებთან ერთად" - რას წერს ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საქველმოქმედო ბაზარზე ქართულ სტენდს სტუმრობდა.

სტენდზე წარდგენილი იყო ქართული ხინკალი, ასევე ჭაჭა. აპატურაი სტენდთან გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს:

"კვლავ გაერთიანება საქართველოსთან. გემრიელი ხინკალი და ასევე გემრიელი ჭაჭა შესანიშნავ ახლო მეგობრებთან ერთად Nato-ს საქველმოქმედო ბაზარზე, ქართულ სტენდთან", - წერს აპატურაი.