ავტორი:

"ბრძოლის ეს ეტაპი მიშასთან უკვე წაგებული გაქვთ. ტიპი, ყველასთვის მოულოდნელად ბოლომდე წამსვლელი აღმოჩნდა" - მერაბ მეტრეველი ხელისუფლებას მიმართავს

"ბრძოლის ეს ეტაპი მიშასთან უკვე წაგებული გაქვთ. ტიპი, ყველასთვის მოულოდნელად ბოლომდე წამსვლელი აღმოჩნდა" - მერაბ მეტრეველი ხელისუფლებას მიმართავს

"პალიტრანიუსის" გადაცემების "პოლიტიკური სივრცისა" და "პოლიტ - ქალაქის" წამყვანი მერაბ მეტრეველი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ძვირფასო ხელისუფლებავ, თუ იმიტომ აჭიანურებთ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას, რომ გეშიანიათ, უკან დახევად არ ჩაგეთვლოთ, აზრი არ აქვს.

ბრძოლის ეს ეტაპი მიშასთან უკვე წაგებული გაქვთ. ტიპი, ყველასთვის მოულოდნელად ბოლომდე წამსვლელი აღმოჩნდა, ჯანმრთელობის რისკის მიუხედავად. პროპაგანდა, რომ მისი შიმშილობა ფეიკია, უკვე დაგეგნგრათ. თავადაც გიწევთ იმის აღიარება, რომ მართლა ცუდად არის. ჰოდა, ამ ეტაპის წაგება აღიარეთ. წაგებაც შეიძლება ღირსეულად. გადაიყვანეთ კლინიკაში და მერე შეიძლება რაღაც შანსი დაიტოვოთ".