ავტორი:

ხმაური მარტვილში - მეუფე სტეფანეს განკვეთილი ბერ-მონაზვნები შეძახილებით დახვდნენ

ხმაური მარტვილში - მეუფე სტეფანეს განკვეთილი ბერ-მონაზვნები შეძახილებით დახვდნენ

მარტვილში, წაჩხურუს ტაძარში ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე წირვას აღავლენს.

მას ადგილზე განკვეთილი ბერ-მონაზვნები შეძახილებით დახვდნენ. განკვეთილი სასულიერო პირები სალხინოს მონასტრიდან იძულებით გამოყვანის შემდეგ სწორედ აღნიშნულ მონასტერში იმყოფებიან.

მონასტრის ეზოში მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე იმყოფებინ ჩოხოსნებიც.

მათი ინფორმაციით, ისინი ტაძარში სალოცავად იმყოფებიან და წირვის შემდეგ ტერიტორიას დატოვებენ.