ავტორი:

ქუთაისში "გოლიათი" დაიბადა - მოსეს დედის კომენტარი და პირველი ფოტო კლინიკიდან

ქუთაისში "გოლიათი" დაიბადა - მოსეს დედის კომენტარი და პირველი ფოტო კლინიკიდან

"კლინიკა ბომონდში" მორიგი "გოლიათი" დაიბადა. პატარა მოსე ორსულობის 36 კვირის ვადაზე, 5 კილოგრამი და 100 გრამი გაჩნდა.

"მინდა ხმამაღლა განვაცხადო: მეან-გინეკოლოგი ირინა უგლოვა ჩემი გმირია, უღრმესი მადლობა მას.ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკის ახალშობილთა განყოფილების გამგეს, ფატი კალატოზიშვილს.

მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკის ყველა თანამშრომელს, ინტენსიურის განყოფილებას, მელოგინეებს, ფიზიოლოგიის გოგონებს.ყველას უღრმესი მადლობა. "ბომონდის" კლინიკას საუკეთესო თანამშრომლობა აქვთ, საუკეთესო გუნდი ყავს. თქვენით ძალიან მეამაყება,”-ამბობს პატარა მოსეს დედა.

ინფორმაციას და ფოტოებს კლინიკის ადმინისტრაცია ავრცელებს.