ავტორი:

როგორ ცხოვრობენ ნეპალში გოგონები, რომლებსაც ქალღმერთის სტატუსს ანიჭებენ - უჩვეულო წესი და ტრადიცია, რომელიც დღემდე შეინარჩუნეს

როგორ ცხოვრობენ ნეპალში გოგონები, რომლებსაც ქალღმერთის სტატუსს ანიჭებენ - უჩვეულო წესი და ტრადიცია, რომელიც დღემდე შეინარჩუნეს

ბევრი ქალი, ალბათ, ოცნებობს, რომ ქალღმერთებივით მოექცნენ, ზოგისთვის კი ეს ოცნება რეალობაა. მაგალითად, ინდოეთში ძველად ირჩევდნენ ბავშვს, რომელსაც შემდეგ ისე სცემდნენ პატივს, როგორც ღმერთს. რჩეულ ბავშვებს უზრუნველყოფდნენ საუკეთესო საკვებით, სამოსით.

როგორც ცნობილია, მონღოლები თაყვანს სცემდნენ გოგონებს და მათ ქალღმერთებს ადარებდნენ, თუმცა ისტორია არ ინახავს ცნობებს იმის შესახებ, თუ როგორი იყო ქალღმერთივით ცხოვრება.

ნეპალში ასევე არსებობდა კულტი, რომლის მიხედვითაც, შეარჩევდნენ გოგონას და მას ქალღმერთ ტალეჯუს განსახიერებად მიიჩნევდნენ და მას რაჯ კუმარს უწოდებდნენ. კუმარი კატმანდუში ცხოვრობდა და წელიწადში ერთხელ შუბლზე წითელი წერტილის, ტილკას გაკეთების უფლება ჰქონდა, რაც მისი ძალაუფლების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე მიანიშნებდა.

თანამედროვე ეპოქაში ძველი წეს-ჩვეულებები შეიცვალა. ახლა "ქალღმერთი“ ნეპალის მთავრობის მიერ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ცხოვრობს. სწორედ ის "აკურთხებს" პრეზიდენტს და ამ მოვლენას ტელევიზიით ყოველთვის უამრავი ადამიანი უყურებს....განაგრძეთ კითხვა