ავტორი:

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა - ნანგრევებში სავარაუდოდ, ორი ადამიანია მოყოლილი

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა - ნანგრევებში სავარაუდოდ, ორი ადამიანია მოყოლილი

ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა. ნახშირის მასის ჩამოშლის შედეგად, ნანგრევებში სავარაუდოდ, ორი ადამიანია მოყოლილი.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ადგილზე მყოფებმა აცნობეს, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მათივე თქმით, ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ხმა ისმის, რომელიც შველას ითხოვს.