ავტორი:

ქვანახშირის კარიერზე, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცი ამოიყვანეს - ის  კლინიკაში გადაჰყავთ

ქვანახშირის კარიერზე, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცი ამოიყვანეს - ის  კლინიკაში გადაჰყავთ

ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 64 წლის მამაკაცი ამოიყვანეს. ის ცოცხალია და კლინიკაში გადაჰყავთ.

სამაშველო ღონისძიება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გრძელდება მეორე მოქალაქის ძებნა, რომელიც ასევე მიწის მასის ქვეშ არის მოყოლილი.