ავტორი:

"მუხლმოდრეკით გთხოვთ, აიცერით! ნუ ვილაპარაკებთ ერთმანეთთან ძალიან ახლოს, პირისპირ, განზე ელაპარაკეთ " - ლადო კახაძე

"მუხლმოდრეკით გთხოვთ, აიცერით! ნუ ვილაპარაკებთ ერთმანეთთან ძალიან ახლოს, პირისპირ, განზე ელაპარაკეთ " - ლადო კახაძე

"მოსახლეობას მივმართავ, მუხლმოდრეკით გთხოვთ, აიცერით" - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ლადო კახაძემ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

კახაძემ მოსახლეობას მიმართა, რომ აუცილებლად ატარონ ნიღაბი სწორად და სხვებსაც მიუთითონ ამის შესახებ.

"მოსახლეობას მივმართავ, მუხლმოდრეკით გთხოვთ, აიცერით. მარტო აცრა კი არ არის მთავარი, ის ვალდებულებები შევასრულოთ, რომელიც ჩვენ ადმინისტრირებაში მექანიკურად დაგვეხმარება ამ ვირუსის არიდებაში - ეს არის ნიღაბი და ვატაროთ ის წესიერად. ნუ მოვერიდებით, ერთმანეთს მივუთითოთ, რომ ნიღაბი ვატაროთ. ნუ ვილაპარაკებთ ერთმანეთთან ძალიან ახლოს, პირისპირ. განზე ელაპარაკეთ! და ძალიან ბევრიც ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა კახაძემ.