ავტორი:

"ჯილ ბაიდენმა აქაურობას სითბო და სიმყუდროვე დაუბრუნა" - როგორ მორთო აშშ-ის პირველმა ლედიმ საშობაოდ თეთრი სახლი (ფოტოები)

"ჯილ ბაიდენმა აქაურობას სითბო და სიმყუდროვე დაუბრუნა" - როგორ მორთო აშშ-ის პირველმა ლედიმ საშობაოდ თეთრი სახლი (ფოტოები)

ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა საშობაოდ თეთრი სახლი უკვე მორთო. ეს პირველი ახალი წელია, როცა სადღესასწაულო დეკორაციებზე და განწყობაზე ჯილმა იზრუნა.

"ჯილ ბაიდენმა თეთრ სახლში სიმყუდროვისა და სითბოს განცდა დააბრუნა" - წერს "ვაშინგტონ პოსტი." აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პირველმა ლედიმ სადღესასწაულო დეკორაციებზე ზრუნვა ზაფხულიდან დაიწყო.

საშობაოდ თეთრი სახლის მორთვაზე 100-ზე მეტი მოხალისე მუშაობდა, დადგეს 41 ნაძვის ხე, გამოიყენეს 600-ზე მეტი სანთელი, 80 000 ნათურა განათებებისთვის.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/12nX9ofwhAU" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

"გისურვებთ ბედნიერ, ჯანმრთელ და ხალისიან სადღესასწაულო პერიოდს. მაშინ, როცა შესაძლებლობებით სავსე ახალ წელს ველოდებით, შესაძლოა, გულიდან წამოსულმა სინათლემ გაანათოს ჩვენი გზა", - ამ სიტყვებით მიმართავენ ბაიდენები საზოგადოებას.

დაათვალიერეთ სადღესასწაულოდ მორთული თეთრი სახლის ფოტოები: