ავტორი:

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესია ჩანიშნული, მისი მხარდამჭერები იკრიბებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესია ჩანიშნული, მისი მხარდამჭერები იკრიბებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესია ჩანიშნული, მისი მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იკრიბებიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სამართალდამცველები განლაგებული არიან როგორც სასამართლო შენობის წინა, ისე გვერდითა შესასვლელთან.

რაც შეეხება მედიის წარმომადგენლებს, მათ დღესაც არ აქვთ შესაძლებლობა შევიდნენ სასამართლო შენობის ეზოში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სასამართლო სხდომის მიმდინარეობას მხოლოდ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გააშუქებს.