ავტორი:

"აქუბარდიას სტუდიაში გავიზარდეთ ყველანი, იქ კატა ჯერ არ იყო, მაგრამ... ასეთი მუდმივი სამუშაო ადგილი ადამიანს ჰქონდეს, არ მინახია ცხოვრებაში...“ - მიხეილ სააკაშვილი

"აქუბარდიას სტუდიაში გავიზარდეთ ყველანი, იქ კატა ჯერ არ იყო, მაგრამ... ასეთი მუდმივი სამუშაო ადგილი ადამიანს ჰქონდეს, არ მინახია ცხოვრებაში...“ - მიხეილ სააკაშვილი

სასამართლო პროცესზე, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ყველა უყვარს, მიუხედავად მათი პოზიციებისა, რადგან პოზიციები ცვალებადია. მისი თქმით, სასამართლო დარბაზში იმყოფება არაერთი ადამიანი, ვინც მისი კრიტიკოსები იყვნენ და ახლა მისი მხარდამჭერები არიან.

"აქ არის ვახო სანაია, მე ვიყავი უკანასკნელი, ვინც გიორგი სანაია ვნახე. იუსტიციის მინისტრი ვიყავი, მაშინ, ჟურნალისტები დავპატიჟეთ სადღაც პიკნიკზე, უკანა გზაზე მოვდიოდით ერთად და მე მივიყვანე სახლში. აქედან რამდენიმე საათში გავიგე, რომ აღარ იყო. გიორგი სანაია იყო ჟურნალისტი, რომელმაც მაპამპულავა და მაბურთავა პირდაპირ ეთერში... მაგრამ ჩემთვის იყო დიდი პატივი, რომ მას ვიცნობდი. ნინო ჯანგირაშვილი ზის აქ, აქუბარდია არის აქ, თუ - არა? არ არის, მაგრამ აქუბარდიას სტუდიაში გავიზარდეთ ჩვენ ყველანი, იქ კატა ჯერ არ იყო, მაგრამ ყველანი გავიზარდეთ იქ... ოპერის უკან. დღესაც ასეა, დედაჩემმა მკითხა ამასწინათ, მივიდე თუ არაო, რა თქმა უნდა, უნდა მიხვიდე - მეთქი, სხვა თუ არაფერი, ასეთი მუდმივი სამუშაო ადგილი ადამიანს ჰქონდეს, არ მინახია ცხოვრებაში...“ - განაცხადა სააკაშვილმა.