ავტორი:

"გაურკვეველია, რაზე ხდება აჟიოტაჟის ატეხვა, როდესაც მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი" - ფინანსთა მინისტრი ისტორიის სახელმძღვანელოზე

"გაურკვეველია, რაზე ხდება აჟიოტაჟის ატეხვა, როდესაც მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი" - ფინანსთა მინისტრი ისტორიის სახელმძღვანელოზე

"გაურკვეველია, რაზე ხდება აჟიოტაჟის ატეხვა, როდესაც მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი და ვერანაირი შეფასებები იქ ვერ ვნახე" - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული.

ამასთანავე, როგორც მინისტრმა აღნიშნა, წიგნში არ არის ადამიანების ქება-დიდება, არამედ არის ქვეყნის პირველი პირების ბიოგრაფიები.

„წიგნთან დაკავშირებით მე რა ინფორმაციაც მივიღე ამ დღეების განმავლობაში და რაც წავიკითხე, მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებია და არ არის მოყვანილი გარკვეულწილად შეფასებები. თქვენ ახსენეთ ქება- დიდება და იქ მე ვნახე უბრალოდ ბიოგრაფები ადამიანების, რომლებიც იყვნენ საქართველოს პირველი პირები წლების განმავლობაში და შესაბამისად, გაურკვეველია, რაზე ხდება ამ აჟიოტაჟის ატეხვა, როდესაც მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი და ვერანაირი შეფასებები იქ ვერ ვნახე", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ცნობისათვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, „ვარდების რევოლუციას“ და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში „ვარდების რევოლუციის“ როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.