ავტორი:

"როცა ვიკრიბებოდით, არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება" - რას ამბობს კახა კუჭავა ღარიბაშვილსა და ტიკარაძეს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე

"როცა ვიკრიბებოდით, არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება" - რას ამბობს კახა კუჭავა ღარიბაშვილსა და ტიკარაძეს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, სხვადასხვა შეხვედრებსა და ფორმატებში კომუნიკაციისას ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება არც კი იგრძნობოდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეკა ტიკარაძე იყო ის ადამიანი, რომელსაც თამამი რეფორმების გატარებისა და გადაწყვეტილებების მიღების არასდროს ეშინოდა.

"გუშინ ბრიფინგი ყველამ მოისმინეთ, ნახსენებიც არ იყო დაპირისპირება. როცა ჩვენ ფორმატებში ვიკრიბებოდით, არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება. არა მხოლოდ ტიკარაძის, არამედ ნებისმიერი მინისტრის გადადგომაზე და ა.შ ყოველდღე მიდის ჭორაობა და ადრე თუ გვიან, ეს როცა ხდება, მერე ამბობთ რომ "ხომ ვამბობდითო“?! სამი წელია ეს ადამიანი ჯანდაცვის მინისტრი იყო, სამი წლის შემდეგ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. მე პირადად ძალიან ბევრ ფორმატში მათთან ერთად როცა მქონდა შეხვედრები და კომუნიკაცია, არც კი მიგრძვნია რაიმე სახის დაპირისპირება.

არ მაქვს ინფორმაცია ვინ შეცვლის ტიკარაძეს, ამაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს, რადგან პარლამენტის დამტკიცება არაა საჭირო, ჩვენ ამ კონსულტაციებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის მსოფლიო გამოწვევა - პანდემია და საქართველოსაც ამ კუთხით ჰქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე გადაწყვეტილებების ეტაპი. ბევრი კმაყოფილი იყო, ბევრი უკმაყოფილო ადამიანი. ეკა ტიკარაძე იყო ნამდვილად ის ადამიანი, რომელსაც არასდროს ეშინოდა თამამი რეფორმების გატარებისა და გადაწყვეტილებების მიღების“, - განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი გუშინ დატოვა.