ავტორი:

აზარტული თამაშობის შესახებ რეკლამის გავრცელება შეიზღუდება - რას თვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებები?

აზარტული თამაშობის შესახებ რეკლამის გავრცელება შეიზღუდება - რას თვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებები?

აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და მათი ორგანიზატორების შესახებ რეკლამის გავრცელება შეიზღუდება. აკრძალვები შემოდის სატელევიზიო რეკლამის ნაწილში.

ამ მიმართულებით ცვლილებები ორ კანონში - “რეკლამის შესახებ“ და “მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში ხორციელდება.

კერძოდ, იკრძალება აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის რეკლამის გავრცელება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ - აღნიშნული რეკლამა იმ ვებ-გვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის მოწყობა;

აღნიშნული რეკლამის გავრცელება სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლო პირობაა;

აღნიშნული რეკლამა ვიზუალურად განთავსებულია იმ ობიექტზე, სადაც დაშვებულია აზარტული თამაშობის და ტოტალიზატორის მოწყობა, ამასთანავე, ამ რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება და იგი აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის შესახებ ერთადერთი რეკლამაა აღნიშნულ ობიექტზე. ასევე რეკლამა დასაშვებია ნებისმიერი ფორმით, საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე. პროექტის მიხედვით, დაუშვებელი იქნება იმ ობიექტზე, სადაც აზარტული თამაშობა და ტოტალიზატორი ეწყობა, აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის შესახებ ინფორმაციის შემცველი ერთზე მეტი აბრის განთავსება და რომ ასეთ აბრას 10 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი ჰქონდეს. ასევე, რეკლამის გავრცელების დაშვება სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლო პირობასთან მიმართებაში, რეკლამის გავრცელების ნებადართული ფორმა დაზუსტა.

კერძოდ, რეკლამის გავრცელება შესაძლებელია მხოლოდ ვიზუალური ფორმით, სპორტული ღონისძიების და სპორტული შეჯიბრების გამართვის/ჩატარების ადგილის შიდა პერიმეტრზე, ბანერის განთავსების გზით ან მოთამაშეთა უნიფორმაზე განთავსების გზით.

ამავე პროექტით, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვით ჩასატარებელი გათამაშების შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით, გავრცელება დაუშვებელია, თუ წამახალისებელი გათამაშების ნებართვა გაცემულია აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორზე, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორზე, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორზე ან/და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორზე.

გარდა იმ შემთხვევისა, თუ - აღნიშნული რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა. ასევე, აღნიშნული რეკლამა ვრცელდება მხოლოდ აზარტული თამაშობის მოწყობის, ტოტალიზატორის მოწყობის, ლოტოს მოწყობის ან/და ბინგოს მოწყობის ობიექტის შიდა პერიმეტრზე.

რაც შეეხება სატელევიზიო რეკლამას, მომზადებული ცვლილებებით, იკრძალება აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთ რეკლამას მაუწყებელი სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის მაუწყებლობის სპონსორობის სანაცვლოდ ავრცელებს.

ამ შეთხვევაში ნებადართულია მხოლოდ აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის ორგანიზატორის დასახელების ხმოვანი გავრცელება/გამოცხადება არაუმეტეს 10 წამის ხანგრძლივობით 1 საათში, ნებისმიერი სახის ვიზუალური რეკლამის გავრცელების გარეშე.

  • აღსანიშნავია, რომ "პალიტრამედიის" სოციალური კამპანია "არ ითამაშო! იცხოვრე!" 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში ონლაინკაზინოების რეკლამაზე უარი ვთქვით და მას შემდეგ პოტენციური უბედურების წყაროს რეკლამირება ჩვენს არცერთ პლატფორმაზე არ მომხდარა, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი სოციალური პასუხისმგებლობა არ გამოუჩენიათ არც ხელისუფლებას და დიდიწილად არც სხვა მედიასაშუალებებს. ხელისუფლების წარმომადგენლები დროდადრო აკეთებდნენ განცხადებებს, რომლითაც თითქოს გეგმავდნენ ამ ბიზნესის შეზღუდვას, თუმცა ლაპარაკი ლაპარაკად რჩებოდა.