ავტორი:

რატომ არის წვა ძირითადი პრობლემა

რატომ არის წვა ძირითადი პრობლემა

ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია და იწვევს მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებს. თუმცა არც თუ ისე ბევრმა იცის ამის მიზეზი.

რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?

მწეველი ანთებს სიგარეტს, იწყება მაღალ ტემპერატურაზე მიმდინარე რეაქცია, რომელიც წვის სახელითა ცნობილი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წვა ქიმიური პროცესია, რომელიც 8000C-ზე მაღალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს.

სიგარეტის წვის შედეგად გამოიყოფა კუპრი, მხუთავი აირი და 6000-ზე მეტი ქიმიური ნივთიერება.

კუპრი და მხუთავი აირი მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მთავარ მიზეზად სახელდება.

რა არის კუპრი?

კუპრი სიგარეტის წვის შედეგად მიღებული ნარჩენის მთლიანი მასაა, რომელიც დაცლილია ნიკოტინისა და წყლისგან. კუპრში შემავალი მავნე, მათ შორის კანცეროგენული, ნივთიერებები იწვევს ფილტვის დაავადებას.

რა არის მხუთავი აირი?

კუპრის მსგავსად, მხუთავი აირი იგივე ნახშირბადის მონოქსიდი (CO) მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდება. CO არის უფერო, უსუნო აირი, რომლის დიდი რაოდენობით მოხმარება იწვევს გულის დაავადებებსა და რიგ შემთხვევებში, ტვინის დაზიანებას.

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას?

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების მიზნით, შეიქმნა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები, როგორიცაა: გასახურებელი თამბაქო და ელექტრონული სიგარეტი. თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები სიგარეტის წვის ნაცვლად 350 გრადუსამდე ახურებს, ამიტომ გამოყოფს სიგარეტთან შედარებით საშუალოდ 98.6%-ით ნაკლებ მხუთავ აირს და არ გამოყოფს კუპრს.

R