ავტორი:

ოქროთი და მთის ბროლით მოპირკეთებული ვიკინგების ხანის ქილა და მისი წარმოშობის მისტიკური ისტორია

ოქროთი და მთის ბროლით მოპირკეთებული ვიკინგების ხანის ქილა და მისი წარმოშობის მისტიკური ისტორია

საგანძური, რომელიც 2014 წელს შოტლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აღმოაჩინეს, მთლიანად გასუფთავდა და მისი სილამაზით ტკბობა უკვე Kirkcudbright-ის მუზეუმშია შესაძლებელი.

განსაცვიფრებელი ქილა მთის ბროლითა და ოქროთია მოპირკეთებული. გასუფთავების შემდეგ, მასზე ლათინური წარწერები იპოვეს, რაც მის მისტიკურ წარმოშობაზე მეტ ინფორმაციას გვაწვდის.

ოქროს ქილა გასუფთავებამდე ნაჭრებში იყო შეხვეული

შოტლანდიის ეროვნული მუზეუმის მკვლევარების აზრით, ეს ვიკინგების ხანის ჭურჭელი რელიგიური რიტუალებისთვის გამოიყენებოდა, ერთ-ერთი მეცნიერის აზრით კი, ეს რომის იმპერიისგან ანგლოსაქსების სამეფოსთვის მიძღვნილი დიპლომატიური საჩუქარი უნდა ყოფილიყო.

აღმოჩენილი ნივთი, 5 სანტიმეტრის სიმაღლისაა და პარფიუმერიის ბოთლს მოგვაგონებს. მასზე წარწერა კი ასე იშიფრება: "შექმნილი ვარ ეპისკოპოს ჰიგაულდის მიერ". მკვლევარების აზრით, ეს იმაზე მიუთითებს, ის ნორთუმბრიაში უნდა ყოფილიყო შექმნილი. ქილა 900 წლით თარიღდება, მაგრამ ზოგ მეცნიერს სჯერა, რომ ის ბევრად უფრო ძველია.

მარტინ გოლდბერგი, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობს, ჯერ კიდევ არაა დარწმუნებული ნივთის წარმოშობის ზუსტ ადგილზე, მაგრამ იმას თავდაჯერებით ამბობს, რომ ის მის კარიერაში საუკეთესო აღმოჩენაა.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა