ავტორი:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან.

მხარდამჭერები თბილისში დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან (გურიიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან) მიკროავტობუსებით ჩამოვიდნენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები.

პარტიის წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მეგობრებს ესმოდეთ ქართველი ხალხის ხმა, რომ არ შეეგუებიან პოლიტიკური ნიშნით ადამიანების ციხეში ყოფნას, განსაკუთრებით მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში.

"აქ ძირითადად დასავლეთ საქართველოდან ვართ შეკრებილი, ჩვენ აჭარიდან ჩამოვედით. ამ ადგილიდან მსვლელობით გადავინაცვლებთ საქართველოს პარლამენტთან. მგონია, რომ დღეს ბევრნი ვიქნებით. ძალიან მნიშვნელოვანია ივანიშვილს და ჩვენ მეგობრებს მთელს მსოფლიოში ესმოდეთ ჩვენი ხმა, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების ციხეში ყოფნას, განსაკუთრებით მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში“, - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.