ავტორი:

"შენს სისხლს არავის შევარჩენთ, გპირდები... " - რას წერს ვარკეთილში ქმრის მიერ მოკლული ორსულის და

"შენს სისხლს არავის შევარჩენთ, გპირდები... " - რას წერს ვარკეთილში ქმრის მიერ მოკლული ორსულის და

ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცმა ორსული ცოლი მისი 13 წლის ძმის თვალწინ ცივი იარაღით მოკლა. გარდაცვლილი ხუთი თვის ორსული იყო. მას 1 წლამდე ასაკის შვილი დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დაკავებულია.

ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალი 22 წლის ქეთი კეპულაძეა. ქეთის და მარიამ კეპულაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დანაშაული არავის შერჩება.

"ჩემი ორი ანგელოზი! შენს სისხლს არავის შევარჩენთ, გპირდები! შეხვედრამდე, ჩემო ტკბილო" -წერს სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალის და "ფეისბუქზე".