ავტორი:

რატომ დატოვა კახა კუჭავამ თანამდებობა - მამუკა მდინარაძის განმარტება

რატომ დატოვა კახა კუჭავამ თანამდებობა - მამუკა მდინარაძის განმარტება

"წარმოიდგინეთ, რამდენად გაუჭირდათ მესიჯბოქსში, რომ დასავლეთზე უარი თქვა "ქართულმა ოცნებამო“ თითქოს მხოლოდ კახა კუჭავა იყო და არის პროდასავლური მიმართულების ლიდერი და ყველა დანარჩენი, მათი გაგებით, სხვა მიმართულებაზე ვფიქრობთ. ეს ხომ თავშივე ტყუილია?!" - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, 2018 წლიდან დღემდე პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა კონკრეტულ პროექტზე მუშაობს, რის შედეგადაც, მდინარაძის განმარტებითვე, კუჭავა ვერ ახერხებდა საკანონმდებლო ორგანოში თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობას.

მისივე განცხადებით, აღნიშნული პროექტის შესახებ დაახლოებით, 3-4 თვეში გახდება ცნობილი.

"წარმოიდგინეთ, რამდენად გაუჭირდათ მესიჯბოქსში, რომ დასავლეთზე უარი თქვა "ქართულმა ოცნებამო,“ თითქოს მხოლოდ კახა კუჭავა იყო და არის პროდასავლური მიმართულების ლიდერი და ყველა დანარჩენი, მათი გაგებით, სხვა მიმართულებაზე ვფიქრობთ. ეს ხომ თავშივე ტყუილია?! როდესაც ამას იგონებ მესიჯბოქსად, უბრალოდ შენს თანამშრომელს, პარტიულს თუ მედიურს, არ უნდა კადრო, რომ ეს გაახმოვანოს, იმდენად უსუსური არგუმენტია. კახა კუჭავა არის ჩემი მეგობარი, რომელსაც საუკეთესო თვისებები აქვს. მართლა გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ძალიან რთულ პერიოდში ხელმძღვანელობისთვის. მას 2018 წლიდან აქვს ძალიან კარგი იდეა, რაზეც მისივე თხოვნით, ამაზე ვერ ვსაუბრობთ. ეს შეიძლება კარგი სიურპრიზი იყოს 3-4 თვის შემდეგ. ამ პროექტის გამო, ის კიდევ უფრო ვერ ახერხებდა მუშაობას, საერთოდ მოწყდა ამ მიმართულებას და პირად საუბრებში მას ეს წუხილები ჰქონდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.